უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა. V ტური: ჟირუს პოკერი, ნეიმარის დუბლი "მანჩესტერთან", რონალდოს 750-ე გოლი და დვალის გუნდის მარცხი "ბარსასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
2 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩები ჩატარდა.

E ჯგუფში "სევილია" და "ჩელსი" უკვე გასულები იყვნენ შემდეგ ეტაპზე და მათ შორის შეხვედრა 0:4 დასრულდა. პოკერი ჟირუმ შეასრულა. „კრასნოდარმა“ „რენი“ დაამარცხა, მესამე ადგილი დაიბევა და ევროპა ლიგის საპატიო საგზურს დაეუფლა. ამ სეზონში ევროტურნირებზე ჩატარებულ 17 მატჩში რუსულ კლუბებს ჯერ გამარჯვება მოპოვებული არ ჰქონდათ.

F ჯგუფში "დორტმუნდმა" ტრავმირებული ჰოლანის გარეშე ვერ მოუგო "ლაციოს" - 1:1, თუმცა ჯგუფური ბარიერი მაინც გადალახა. "ბრიუგე" ადვილად გაუსწორდა "ზენიტს". პეტერბურგული გუნდი მომავალ სეზონამდე ევროტურნირებს დაემშვიდობა.

G ჯგუფში "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" მოპოვებული ჰქონდათ პლეი-ოფის საზური და მეტოქეები მაინც არ დაინდეს - პირველმა "ფერენცვაროშს" მოუგო 3:0, რომლის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ლაშა დვალმა, ხოლო მეორემ ასეთივე ანგარიშით კიევის "დინამო" დაამარცხა. რონალდომ კარიერაში 750-ე გოლი გაიტანა. კიეველთა განაცხადში არ იყო გიორგი წიტაიშვილი.

H ჯგუფში პსჟ-მა გასვლაზე 3:1 დაამარცხა "მანჩესტერი". ნეიმარმა დუბლი შეასრულა. „სტამბულის“ ნახევარმცველმა კაჰვეჩიმ ჰეთ-თრიკი კი შეასრულა „ლაიპციგთან“, მაგრამ კომპენსირებულ დროში ნორვეგიელმა თავდამსხმელმა სიორლოტმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გერმანულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

E ჯგუფი


კრასნოდარი. "კრასნოდარი"
კრასნოდარი - რენი 1:0
გოლი: ბერგი (71)

სევილია. "სანჩეს პისხუანი"
სევილია - ჩელსი 0:4
გოლები: 0:1 ჟირუ (8), 0:2 ჟირუ (54), 0:3 ჟირუ (74), 0:4 ჟირუ (83, პენ)

F ჯგუფი

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი"
დორტმუნდი - ლაციო 1:1
გოლები: 1:0 გერერო (44), 1:1 იმობილე (67, პენ)

ბრიუგე. "იან ბრეიდელი"
ბრიუგე - ზენიტი 3:0
გოლები: 1:0 კეტელარე (33), 2:0 ვანაკენი (58, პენ), 3:0 ლანგი (73)

G ჯგუფი

ბუდაპეშტი. "პუშკაშ არენა"
ფერენცვაროში - ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 გრიზმანი (14), 0:2 ბრეიზუეითი (20), 0:3 დემბელე (28, პენ)

ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - დინამო (კ) 3:0
გოლები: 1:0 კიეზა (21), 2:0 რონალდო (57), 3:0 მორატა (66)

H ჯგუფი

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი"
მანჩესტერი - პსჟ 1:3
გოლები: 0:1 ნეიმარი (6), 1:1 რეშფორდი (32), 1:2 მარკინიოსი (69), 1:3 ნეიმარი (90+1)

სტამბული."ბაშაქშეჰირი"
ისტანბული - ლაიპციგი 3:4
გოლები: 0:1 პოულსენი (26), 0:2 მუკიელე (43), 1:2 კაჰვეჩი (45+2), 1:3 ოლმო (66), 2:3 კაჰვეჩი (72), 3:3 კაჰვეჩი (85), 3:4 სიორლოტი (90+2)