უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ზიდანი შესაძლო გადაყენებაზე: შოკირებული არ ვიქნები

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "გლადბახთან" მატჩის წინ კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

"ვიქნები თუ არა შოკირებული, თუ ჯგუფიდან ვერ გავედით და გადამაყენეს? არა. კლუბი ისე მოიქცევა, როგორც ყოველთვის. ამაზე არ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობ. სიმართლეს გეუბნებით.

დარწმუნებული ვარ, შესანიშნავად ვითამაშებთ. მეტოქეს კარგად ვიცნობთ, კარგი, დისციპლინირებული გუნდია, კონტრშეტევებს ჩინებულად იყენებს, მისი ფეხბურთელები ტექნიკურები და ფიზიკურად ძლიერები არიან. ვიცით, გამარჯვების მოპოვება ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. მე და ჩემი ფეხბურთელები ზეწოლას მიჩვეულები ვართ.

ევროპა ლიგაზე ასპარეზობის გაგრძელება? ამაზე არ
ვფიქრობ. 3 ქულის აღება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გვინდა", - ციტირებს ზიდანს ESPN.

ასევე დაგაინტერესებთ