უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

პსჟ-ისა და "ისტანბულის" შეწყვეტილი მატჩი დღეს განახლდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ისა და "ისტანბულის" მატჩი იმის გამო შეწყდა, რომ მეოთხე მსაჯმა, რუმინელმა სებასტიან კოლცესკუმ თურქული გუნდის მწვრთნელის თანაშემწეს, პიერ ვებოს "ნეგრუ" უწოდა. ამის შემდეგ სტამბულელებმა პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს.

შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 21:55 საათზე, მე-14 წუთიდან განახლდება და არბიტრთა სხვა ბრიგადა მოემსახურება.

კოლცესკუმ თავი იმართლა და "ტვიტერზე" დაწერა: "ნეგრუ რუმინულად შავს ნიშნავს. მე რასისტი არ ვარ".

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უეფა გამოძიებას ჩაატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ