"ლანჩხუთმა" თბილისში უშანსოდ წააგო. გაბუნიამ მეტოქის დარტყმული 21-ჯერ მოიგერია

AutoSharing Option
დღეს, ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალურ მატჩში, თბილისში "ლანჩხუთმა" "როზენგარდს" უმასპინძლა და უშანსოდ, 0:7  წააგო. 

მატჩამდეც აშკარა იყო, რომ მეტოქე გაცილებით ძლიერი იყო დებიუტანტებზე, თუნდაც იმით, რომ შვედური კლუბი ჩემპიონთა ლიგის 16 საუკეთესო კლუბს შორის 3-ჯერ არის მოხვედრილი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შედეგია.

პირველ ტაიმში მოწინააღმდეგემ 0:6 გაიმარჯვა, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძელთა მეკარე გაბუნია მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ.

"ლანჩხუთის" მეკარეს დღევანდელ მატჩში 21 სეივი ჰქონდა. 

თბილისი, "მიხეილ მესხის სტადიონი 2"

"ლანჩხუთი" - "როზენგარდი" - 0:7

გოლები: 0:1 სანკოვიჩი (7), 0:2 კეინრიდი (18), 0:3 ანვეგარდი (19), 0:4 ტროლსგარდი (27), 0:5 ბენისონი (28), 0:6 ვიგოსდოტირი (33),
0:7 სეგერი (74), 

"ლანჩხუთი" - გაბუნია, გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, ნარსია (სალუქვაძე 75), გასვიანი, თოდაძე, დანელია (კახიძე 88), ალეიშვილი, დიმოპულუ (წოწელია 59), ჭყონია. 

"როზენგარდი" - მუსოვიჩი, ვიგოსდოტირი, ლევენსტადი, ბიორნი, სვავა, ბენისონი, სეგერი, ტროლსგარდი (კრისტელი 85), კეინრიდი, ანვეგარდი, სანკოვიჩი (პერსონი 85). 

განმეორებითი შეხვედრა 16 დეკემბერს, შვედეთში გაიმართება. 

alt"დახეული ბუცებით თამაშობდა ერთი გუნდელი, 4 თვის ხელფასი არ მოუციათ" - "ლანჩხუთის" ფეხბურთელები [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 37 /
შვედების გუნდი იცით რაპირობებშია?ჩიტის რძე არ აკლიათ.ჩვენი მთავრობისნაირათ საღორეში კიარ ამყოფებს ბავშვებს.კიდო მადლობა თქვით რო დიდი ანგარიშით არწავაგეთ.ეს მარცხი ამბავშვების სირცხვილი არაა.ეს სირცხვილი ფეხბურთის ფედერაციიის.რა მიგდებუკიყავთ ბავშვები.
nika
10 დეკემბერი 2020 06:55
1
დაახლოებით 25 წელია ფეხბურთს ვუყურებ და მგონია რომ რაღაც გამეგება. ამხელა უპირატესობა არც ფეხბურთში, არც კალათბურთში, არც ხელბურთში არათუ მინახავს, არ მსმენია და არც წამიკითხავს. 60 საგოლე შეტევა და 28 კარში დარტყმა არცერთის წინააღმდეგ, მართლა არ მსმენია. მეკარის 21 ბურთის მოგერიება. 60 საგოლე შეტევა, შეიძლება კალათბურთში ვერ მოახერხოს გუნდმა. მოკლედ, ლოკომოტივის წაგება გადაიფარა გრანადასთან!
რეალობა
09 დეკემბერი 2020 23:47
5
ქალთა ფეხბურთში ასეთი სხვაობა ჩვეულებრივი რამეა, ამ გოგონებმა უკვე ისედაც დიდი გმირობა ჩაიდინეს. ასე რომ დაფასება და პატივისცემა ეკუთვნით.
გუგა
10 დეკემბერი 2020 01:06
0
ესენი ვაისის გაწვრთნილ საქართველოს კაცთა ნაკრებსაც თავისუფლად მოუგებდნენ
თენგაბი
09 დეკემბერი 2020 21:55
3
თქვე კაი ხალხო 1987 წლის გაზაფხულზე ჩამოვიდა შვედეთიდან ქალთა ორი საკლუბო გუნდი საქართველოში, და დინამოს სტადიონზე საჩვენებელი თამაში ითამაშეს ერთმანეთთან, (მე ვესწრებოდი მაგ თამაშს) რადგან მთელ სოიუზში და არც საქართველოში, საერთოდ არ იყო ქალთა ფეხბურთი. ანუ 33 წლით ადრე, იქ უკვე ჩემპიონატი ტარდებოდა, და თქვენ გინდათ რომ ჩვენ დღეს და ხვალ მოვუგოთ ევროპის გრანდებს? (თუმცა ერთს მოვუგეთ))აბა ვნახოთ 33 წლის და უფრო ადრეც რას უზამენ ჩვენი გოგონები შვედებს და თუნდაც ევროპას. თქვენ კი გოგონებო, უკვე გმირები ხართ და მომავალშიც გვეიმედებით, წინ გამარჯვებებისკენ!
მალხაზ ჯობავა
09 დეკემბერი 2020 19:46
0
კარგი ადამიანი ხარ..... თუნდაც ამ გაგების გამო,რეალობას შევხედოთ და მართლაც სად არიან წასულები ისინი და სად ჩვენ? რაც ამ გოგოებმა გააკეთეს გმირობაა მაგრამ შვედები ძაან მაღლა დგანან,მოვა დრო და ეს უთანასწორობა აღარ იქნება... ამიტომაც საჭიროა გვერდით დგომა ამ გოგოების თანაგრძნობა... მომნდომება არ აკლიათ და იმედი ვიქონიოთ რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც ქართველ გულშენატკივარს გაუხარდება, წარმატება ლანჩხუთი.
malxaz jobavas giorgi 777 -sagan
09 დეკემბერი 2020 21:49
0
არა უშავს,ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინეს და იმედია სათანადოდ გამოიყენებენ.
შეტევა
09 დეკემბერი 2020 19:37
0
მთავარია, კობიაშვილი პარლამენტში მოხვდა. ჩვენი ფეხბურთის ყველაზე დიდი მიღწევა ეგაა. ეხლა, შეიძლება, ფეხბურთისთვისაც მოიცალოსს... გოგოები ყოჩაღ! ფეხბურთით სუნთქავენ!
გია
09 დეკემბერი 2020 19:22
5
shemtvar kartofilze da lobioze gazrdili gogoebi, oragulze da xizilalaze gazrdilil vikingebs ras mougebdnen,ganmeorebit tamashze shvedetschi ar darchet, chamoit ukan zizebo! razxa ikneba gamostordeba zxovreba...
qomagi
09 დეკემბერი 2020 19:05
2
ეტყობა გოგოების მაგივრად კაცები თამაშობდნენ “გურიაში”
BOSS
09 დეკემბერი 2020 19:04
10
ძალიან საყვარლები ხართ, მიყვარხართ, და გული არ გაიტეხოთ! მეტი ვარჯიში, მეტი მონდომება - მეტი ხელშეწყობა ჩვენი მხრიდან და უფრო მეტს მიარწევთ. მადლობა შვედებს გაკვეთილისთვის.
ქუთაისელი
09 დეკემბერი 2020 18:48
0
არაუშავს გოგოებო, აქამდე მისვლა იმ პირობებით, რომელიც თქვენ გაქვთ გმირობაა.
ქომაგი
09 დეკემბერი 2020 17:58
0

სიახლეები პოპულარული