"ლანჩხუთმა" თბილისში უშანსოდ წააგო. გაბუნიამ მეტოქის დარტყმული 21-ჯერ მოიგერია

AutoSharing Option
დღეს, ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალურ მატჩში, თბილისში "ლანჩხუთმა" "როზენგარდს" უმასპინძლა და უშანსოდ, 0:7  წააგო. 

მატჩამდეც აშკარა იყო, რომ მეტოქე გაცილებით ძლიერი იყო დებიუტანტებზე, თუნდაც იმით, რომ შვედური კლუბი ჩემპიონთა ლიგის 16 საუკეთესო კლუბს შორის 3-ჯერ არის მოხვედრილი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შედეგია.

პირველ ტაიმში მოწინააღმდეგემ 0:6 გაიმარჯვა, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძელთა მეკარე გაბუნია მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ.

"ლანჩხუთის" მეკარეს დღევანდელ მატჩში 21 სეივი ჰქონდა. 

თბილისი, "მიხეილ მესხის სტადიონი 2"

"ლანჩხუთი" - "როზენგარდი" - 0:7

გოლები: 0:1 სანკოვიჩი (7), 0:2 კეინრიდი (18), 0:3 ანვეგარდი (19), 0:4 ტროლსგარდი (27), 0:5 ბენისონი (28), 0:6 ვიგოსდოტირი (33),
0:7 სეგერი (74), 

"ლანჩხუთი" - გაბუნია, გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, ნარსია (სალუქვაძე 75), გასვიანი, თოდაძე, დანელია (კახიძე 88), ალეიშვილი, დიმოპულუ (წოწელია 59), ჭყონია. 

"როზენგარდი" - მუსოვიჩი, ვიგოსდოტირი, ლევენსტადი, ბიორნი, სვავა, ბენისონი, სეგერი, ტროლსგარდი (კრისტელი 85), კეინრიდი, ანვეგარდი, სანკოვიჩი (პერსონი 85). 

განმეორებითი შეხვედრა 16 დეკემბერს, შვედეთში გაიმართება. 

alt"დახეული ბუცებით თამაშობდა ერთი გუნდელი, 4 თვის ხელფასი არ მოუციათ" - "ლანჩხუთის" ფეხბურთელები [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 37 /
შვედების გუნდი იცით რაპირობებშია?ჩიტის რძე არ აკლიათ.ჩვენი მთავრობისნაირათ საღორეში კიარ ამყოფებს ბავშვებს.კიდო მადლობა თქვით რო დიდი ანგარიშით არწავაგეთ.ეს მარცხი ამბავშვების სირცხვილი არაა.ეს სირცხვილი ფეხბურთის ფედერაციიის.რა მიგდებუკიყავთ ბავშვები.
nika
06:55 10-12-2020
1
დაახლოებით 25 წელია ფეხბურთს ვუყურებ და მგონია რომ რაღაც გამეგება. ამხელა უპირატესობა არც ფეხბურთში, არც კალათბურთში, არც ხელბურთში არათუ მინახავს, არ მსმენია და არც წამიკითხავს. 60 საგოლე შეტევა და 28 კარში დარტყმა არცერთის წინააღმდეგ, მართლა არ მსმენია. მეკარის 21 ბურთის მოგერიება. 60 საგოლე შეტევა, შეიძლება კალათბურთში ვერ მოახერხოს გუნდმა. მოკლედ, ლოკომოტივის წაგება გადაიფარა გრანადასთან!
რეალობა
23:47 09-12-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული