უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

კუმანი: პსჟ ჩვენზე სრულყოფილი გუნდია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში პსჟ-სთან საკუთარ მოედანზე 1:4 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გააკეთა:

"ცხადია, შედეგი სრულად ასახავს იმას, თუ რამდენად დაგვჯაბნა მეტოქემ. მეორე ტაიმში დაცვაში პრობლემები გვქონდა. ფიზიკური მომზადებით გვაჯობეს.

უნდა ვაღიაროთ, ჩვენზე უკეთესები იყვნენ. აჩვენეს, რომ მოცემულ მომენტში ჩვენზე სრულყოფილი გუნდია. ზოგიერთი ასპექტის გამოსწორებაზე მუშაობა გვმართებს. პსჟ გამოცდილი გუნდია, რომელიც ბევრ რამეში წინ გვისწრებს.

როგორც წესი, 1:4 წაგება ძნელი გადასატანია. არ მოგატყუებთ და გეტყვით, შემდეგ ეტაპზე გასვლის დიდი შანსი არ გვაქვს. თამაშმა დაგვანახა, რა არ
გვყოფნის იმისათვის, რათა საუკეთესოთა, განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგის დონეზე ვიყოთ", - ციტირებს კუმანს BBC.

ასევე დაგაინტერესებთ