უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ბოლო 5 წლის კოშმარული ღამეები... ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" 5 განადგურება [PHOTO]

AutoSharing Option
"ბარსელონამ" სამშაბათს კიდევ ერთი მძიმე ღამე გადაიტანა. ეს მე-5 საღამო გახლდათ ბოლო 5 წელში, როდესაც კლუბი უბრალოდ განადგურდა. 

კატალონიელები ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებიან, თუმცა ბოლო 5 წელია ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს დიდი ანგარიშით მარცხით ასრულებენ. 

ამ სეზონში, მიუხედავად გუნდის არასტაბილურობისა, გულშემატკივარს მაინც სჯეროდა, რომ "ბლაუგრანა" ნანატრი ლიგის მოგებას შეძლებდა, მაგრამ რონალ კუმანი ერნესტო ვალვერდესა და კიკე სეტიენს შეუერთდა, რომლებმაც ლიგის პლეი-ოფში დიდი ანგარიშით წააგეს. 

3 ფეხბურთელი 

მწვრთნელები და თითქმის მთლიანი გუნდი შეიცვალა. მხოლოდ და მხოლოდ 3 ფეხბურთელი
გახლავთ, რომლებიც იმ "წყეულ" თამაშებში მონაწილეობდნენ. ესენი გახლავთ: ტერ შტეგენი, ჟერარდ პიკე და ლიონელ მესი. 

"იუვენტუსი" "პარი სენ ჟერმენის" შემდეგ

Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონში "პარი სენ ჟერმენთან" ისტორიული 6:1 შემდეგ, "ბლაუგრანა" ტურინში 0:3 დამარცხდა, ხოლო საკუთარ მოედანზე გოლის გატანაც კი ვერ მოახერხა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. 

დრამა რომში

Sportall.Ge

"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "ჩელსის" ბარიერის დაძლევის შემდეგ იტალიურ "რომას" "კამპ ნოუზე" 4:1 მოუგო. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და ამ დროს "ბლაუგრანა" "ოლიმპიკოზე" 3:0 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა. 

"ენფილდი"

Sportall.Ge

"ბარსელონამ" "ლივერპული" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ესპანური კლუბი მერსისაიდში ჩაფრინდა და "ენფილდზე" 4:0 წააგო. 

დამცირება ლისაბონში 

Sportall.Ge

გასულ წელს პანდემიის გამო გუნდები ლისაბონში ჩაფრინდნენ და იქ ერთთამაშიანი დუელი გამართეს. "ბარსელონა" გერმანურ გრანდს, მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდა, რომელმაც საბოლოოდ ეს ტურნირი მარტივად მოიგო. "რეკორდმაისტერმა" "ბლაუგრანა" 8:2 დაამარცხა და კატალონიაში სამარცხვინო ანგარიშით დააბრუნა.

"პარი სენ ჟერმენის" შურისძიება

Sportall.Ge

2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ფრანგულმა გიგანტმა "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" 4:1 დაამარცხა და საკუთარ მოედანზე გუნდს კომფორტული სხვაობით დახვდება. ეს შეხვედრა 10 მარტს გაიმართება და რთული წარმოსადგენია, რომ "ბლაუგრანა" შედეგს ისევ შემოატრიალებს. 


მომზადებულია marca-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ