დიეგო სიმეონე: განმეორებითი მატჩი რთული იქნება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ჩელსისთან" 0:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ატლეტიკოს" მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ გააკეთა:

"ძალიან მძიმე ბრძოლა იყო. ძალიან ცოტა მომენტი შეიქმნა, მაგრამ "ჩელსიმ" თავისი გამოიყენა. ძალიან თანაბარი თამაში იყო. დაცვაში კარგად გავისარჯეთ, უპირატესობით ვსარგებლობდით და შეტევაში გადავდიოდით.

განმეორებითი შეხვედრა რთული იქნება. სიმშვიდის შენარჩუნება გვმართებს.

სწრაფ გუნდს დავუპირისპირდით, შევაჩერეთ, თუმცა მათ ჟირუ და ფიზიკურად ძლიერი სხვა ფეხბურთელები ჰყავთ. ბურთს უფრო ხშირად უნდა ვფლობდეთ, ამაზე ვიმუშავებთ. წინ "ვილიარეალთან" მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. მუშაობა, მუშაობა და კიდევ ერთხელ მუშაობა", - ციტირებს სიმეონეს
"მარკა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული