უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

გასპერინი: ყველაფერი მარტივადაა, მადრიდში უნდა გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
"რეალთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში 0:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ატალანტას" მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ გააკეთა:

"სამწუხაროა, რომ მატჩი ისე ვერ ჩავატარეთ, როგორც გვინდოდა. ათნი როდესაც დავრჩით, სხვა თამაში წავიდა. თავდაცვა მოგვიწია და ეს კარგად მოვახერხეთ.

ახლა უბრალოდ მადრიდში უნდა გავიმარჯვოთ. ყველაფერი მარტივადაა - ამას დიდი სიბრძნე არ სჭირდება, ჩვენ მხოლოდ ერთი შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ მოგება გვჭირდება.

"ატალანტას" არ გაუმართლა. ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში, ამ სიტუაციის თავიდან არიდება შეიძლებოდა, მაგრამ მსგავსი რამეები გრძელდება. მე ეს არ მესმის.

მეტს არაფერს ვიტყვი, რადგან
უეფა ორთვიანი დისკვალიფიკაციით დამსჯის", - ციტირებს გასპერინის "მარკა".

ასევე დაგაინტერესებთ