უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

[PREVIEW] შეძლებს რონალდო მორიგ სასწაულს? "ანდალუსიელები" რთული დავალების წინ!

AutoSharing Option
დღეს, 9 მარტს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება.


Sportall.Ge

"დორტმუნდი" - "სევილია"



"დორტმუნდი" "სევილიას" საერთო ანგარიშში უპირატესობით უმასპინძლებს. შეგახსენებთ, გერმანელებმა შეხვედრა 3:2 მოიგეს და შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

ბორუსიელებს ვიტსელი, რეინა და სანჩო გამოაკლდებათ. თავის მხრივ, ანდალუსიელებს ალეიშ ვიდალი და კუნდე არ ეყოლებათ.

შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.


Sportall.Ge

"იუვენტუსი" - "პორტუ"



პორტუგალიაში "პორტუმ" იტალიური გრანდი "იუვენტუსი" 2:1 დაამარცხა და დღეს უპირატესობის შენარჩუნებას შეეცდება.

"ბებერ ქალბატონს" ბენტაკური, დანილო, დე ლიხტი და დიბალა არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშაა არტურის
თამაშიც.

თავის მხრივ, "პორტუს" მბაიეს გარეშე მოუწევს თამაშის ჩატარება. შესაძლოა, კორონამ, მბემბამ და პეპემაც არ ითამაშონ.

შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.