უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

[PREVIEW] შეძლებს "ბარსელონა" ისტორიის გამეორებას? "ლივერპული" მატჩს დიდი უპირატესობით ხვდება

AutoSharing Option
11 მარტს ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება.


Sportall.Ge

პსჟ - "ბარსელონა"

პირველ შეხვედრაში "კამპ ნოუზე" გამანადგურებელი ანგარიშით, 4:1 გამარჯვების შემდეგ პსჟ-მა ლიგის მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა მათ წინააღმდეგ "ბარსელონა" დგას, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ორმატჩიან დუელში ნებისმიერი ანგარიშიდან გამარჯვება შესაძლებელია.

დღევანდელ შეხვედრაში პსჟ-ს ნეიმარი, მოისე კინი და ბერნატი გამოაკლდება.

თავის მხრივ, "ბლაუგრანას" კოუტინიო, ჟერარდ პიკე, სერხი რობერტო და ანსუ ფატი არ ეყოლება.

Sportall.Ge

"ლივერპული" - "ლაიპციგი"

ინგლისის პრემიერლიგაში "ლივერპულს" ძალიან ცუდი სიტუაცია აქვს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მერსისაიდულმა გრანდმა

"ლაიპციგის" დამარცხება 2:0 მოახერხა და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯიც გადადგა.

ინგლისელებს ჯო გომესი, ვირჯილ ვან დაიკი, ჟოელ მატიპი და ჯორდან ჰენდერსონი გამოაკლდებათ. კითხვის ნიშნის ქვეშაა რობერტო ფირმინოს თამაშიც.

რაც შეეხებათ გერმანელებს, ლაიმერისა და სობოსლაის გარეშე ითამაშებენ.

ორივე შეხვედრა თბილისის დროით 11 მარტს, 00:00 საათზე დაიწყება.

 

 

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: კაცნაკლული "პორტუს" გმირობა ტურინში - ჰოლანის დუბლით "დორტმუნდიც" გავიდა [VIDEO]