კუმანი: პირველი ტაიმი რომ 2:1 დასრულებულიყო, სხვანაირი თამაში იქნებოდა

AutoSharing Option
პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ (1:1) პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ისაუბრა.

"ჩვენ ტურნირს ვტოვებთ, ეს კი სპორტში მთავარია. თუმცა კარგი შეგრძნება გვაქვს. მეტოქისთვის ცხოვრების გართულების შანსი გვქონდა.

პსჟ-ს პირველ ტაიმში ვაჯობეთ, დაცვაში სარისკო ინდივიდუალური მეურვეობა გამოვიყენეთ. პირველ ტაიმში მეტს ვიმსახურებდით, თუნდაც 2:1-ს. მაშინ მეორე ტაიმი სხვანაირი იქნებოდა.

მოწინააღმდეგემ პირველი შეხვედრა მაგრად ჩაატარა, ჩვენ კი ეს ვერ მოვახერხეთ. მათ 4 გოლი გაიტანეს, ჩვენ - 1. უზარმაზარი სხვაობაა.

გუნდის გაკრიტიკება არასწორი იქნება, ფეხბურთელები სერიოზულად გამოიფიტნენ. არც გაგვიმართლა და პსჟ-ის
მეკარე მოედანზე საუკეთესო იყო. შანსები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ", - ციტირებს კუმანს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნამუსი არა აქვს კუმანს, სწორედ მას მიუძღვის ბრალი კლუბის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ბარსადან სუარესის გაგდებასა და საერთოდ უაზროდ განხორციელებულ ტრასფერებში.
ზურა
11 მარტი 2021 13:51
0
პირველი ტაიმის ანგარიში მხოლოდ შედეგია იმ გაუგებარი მსვლელობებისა რაც გუნდში სეზონის დასაწყიში განხორციელდა და რაშიც პრეზიდენტთან ერთად კუმანსაც მიუძღვის ბრალი, კერძოდ კუმანი რომ გონივრულად მოქცეულიყო სუარესი გუნდში დარჩებოდა, უაზრო ტრანსფერები კი არ განხორციელდებოდა და ბარსაც მიმდინარე სეზონში უფრო წარმატებული იქნებოდა. ისე მესის გუნდში ყოფნით რა თანხები იჭრება? იმიტომაა რომ ვერ ელევიან...
ზურა
11 მარტი 2021 12:07
0
ბებიაჩემი რომ ბაბუაჩემი ყოფილიყო...
superman
11 მარტი 2021 11:46
1
ცუდად არ მომიხსენიებია, გამოთქმაა ეგეთი :) და კუმანის ნათქვამიც მსგავსი არაფრის მომცემი ვარაუდია :(
Superman
13 მარტი 2021 05:53
0
ეი, როგორ გყვარებია ბებია და ბაბუა? ცოტა პატივისცემით, რომ მოიხსენიო ახლობელი ადამიანები ჯობია.
supermans
11 მარტი 2021 12:52
0

სიახლეები პოპულარული