უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

მესის პსჟ-სთან პენალტი თავიდან უნდა დაერტყა

AutoSharing Option
პსჟ-ისა და "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში პარიზელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ლეო მესიმ დაარტყა და პარიზელთა მეკარე კეილორ ნავასმა მოიგერია.

მეკარე იმ მომენტში წესების სრული დაცვით მოქმედებდა, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა მარკო ვერატიმ მესის დარტყმამდე არ დაიცვა 9.15-მეტრიანი დისტანცია, რაც კარგად მოჩანს სურათზე იმითაც, რომ საჯარიმო მოედნის წინ არსებულ ნახევარწრეში იმყოფება.

აღნიშნული ეპიზოდი ყოფილმა მსაჯმა ედუარდო იტურალდე გონსალესმა განმარტა. "კეილორ ნავასის მიერ მოგერიებული ბურთი შემდეგ ხარიხას მოხვ
და და მოედანზე დაბრუნდა. მასთან პირველი სწორედ ვერატი გაჩნდა და მოედნის ფარგლებს გარეთ მოიგერია. წესით და კანონით, მსაჯ ენტონი ტეილორს 11-მეტრიანი მესისთვის ხელახლა უნდა დაერტყმევინებინა. ეს VAR-ის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შეცდომაა", - განუცხადა გონსალესმა AS-ს.