უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 19 მარტს, ნიონში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა. მეოთხედფინალურ ეტაპზე 8 გუნდი წარდგა. ესენი გახლავთ: "რეალი" (ესპანეთი), "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი), "ლივერპული" (ინგლისი), "ჩელსი" (ინგლისი), "ბაიერნი" (გერმანია), "დორტმუნდი" (გერმანია), "პარი სენ ჟერმენი" (საფრანგეთი), "პორტუ" (პორტუგალია).

კენჭისყრის მიხედვით ერთმანეთს შეხვდებიან:

1. "მანჩესტერ სიტი" -"დორტმუნდი"

2. "პორტუ" - "ჩელსი"

3. "ბაიერნი" - "პარი სენ ჟერმენი"

4. "რეალი" - "ლივერპული"

მეოთხედფინალში გამარჯვებული გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: 1-3 და 2-4.

შეგახსენებთ, მეოთხედფინალური შეხვედრები 6-7 და 13-14 აპრილს გაიმართება.