როგორ შეიცვალა "ლივერპული" და "რეალი" 2018 წლის შემდეგ?

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" და "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე პირველ შეხვედრას ხვალ, 6 აპრილს, ესპანეთში გამართავენ. ეს გუნდები 2018 წლის კიევის ფინალის შემდეგ არ შეხვედრიან.
მაშინ "ლოს ბლანკოსმა" 3:1 იმარჯვა, გოლები კი გარეთ ბეილმა (2) და არიმ ბენზემამ გაიტანეს, რითაც მადრიდელებს ზედიზედ მე-3 ლიგის თასი მოაგებინეს.
ამ თამაშის შემდეგ 3 წელი გავიდა. "ლივერპულს" შურისძიება სურს, "რეალს" კი - მერსისაიდელების კიდევ ერთხელ დამარცხება.

მადრიდის "რეალი" რონალდოსა და ბეილის გარეშე

2018 წელს ესპანელებს ლეგენდარული კრიშტიანო რონალდო და გარეთ ბეილი ჰყავდათ.
უელსელი კიევში გამართულ
ფინალში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ბეილი მოედანზე ცვლილებაზე შემოვიდა, 2 გოლი გაიტანა, მათ შორის - ერთი ულამაზესი მაკრატელა, ახლა კი ფლანგის შემტევი ინგლისში, კერძოდ, "ტოტენჰემშია" განათხოვრებული.
კრიშტიანო რონალდო "იუვენტუსში" გადაბარგდა, მადრიდელებმა კი ვერა და ვერ შეძლეს მისი ჩანაცვლება...

კარის დაცვის მხრივ, ზემოხსენებულ ფინალში ჩინებულ ფორმაში მყოფი კეილორ ნავასი მეკარეობდა. ასევე, გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი სერხიო რამოსმაც ითამაშა. ნავასის ადგილს ტიბო კურტუა იკავებს, რამოსისას კი თვითონ ზინედინ ზიდანი გადაწყვეტს.

"ლივერპულმა" ნახევარდაცვის ხაზი შეცვალა, პრობლემებია დაცვაშიც
მერსისაიდული კლუბი ნახევარდაცვაში ძალიან გაძლიერდა. შეგახსენებთ, ინგლისურმა კლუბმა გასულ ზაფხულს მიუნხენის "ბაიერნიდან" ტიაგო ალკანტარა გადმოიბირა. სამაგიეროდ, დიდი ჩავარდნაა დაცვის ხაზში. კლუბს მთელი სეზონია ვირჯილ ვან დეიკი და ჯო გომესი არ ჰყავს, რის გამოც ხან ფაბინიო იცავს კარს, ხოლო ხანაც - ახალგაზრდა ნათალ ფილიპსისა და ოზან კაბაკის დუეტი.

ამჯერად "ლივერპულის" კარს ბევრად უფრო გამოცდილი და კვალიფიციური მეკარე ალისონ ბეკერი დაიცავს. შეგახსენებთ, კარიუსმა 2 ძალზე დასანანი გოლი გაუშვა, რის გამოც ის, ფაქტობრივად, კლუბიდან გააგდეს.

სერხიო რამოსისა და მოჰამედ სალაჰის კონფლიქტი

მიუხედავად იმისა, რომ სერხიო რამოსი ტრავმის გამო ორმატჩიან დაპირისპირებას გამოტოვებს, 2018 წელს მომხდარი ინციდენტი მაინც არ ნელდება. კიევში სერხიო რამოსმა ეგვიპტელი შემტევი წააქცია, რის გამოც ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა..

შეგახსენებთ, "რეალისა" და "ლივერპულის" შეხვედრა ხვალ, 6 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

წყარო:marca


alt"ლივერპულმა" "არსენალი" გაანადგურა და "რეალი" შეაშინა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული