უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

[PREVIEW] ჩემპიონთა ლიგა 2 დიდებული თამაშით ბრუნდება

AutoSharing Option
დღეს, 6 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 2 მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება.

Sportall.Ge

უდიდეს ინტერესს მადრიდის "რეალისა" და "ლივერპულის" შეხვედრა იწვევს. ორივე გუნდი კარგ ფორმაშია. ესპანელები ლა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტები არიან. თავის მხრივ, ინგლისელებმა დიდი ჩავარდნის შემდეგ მოგებათა სერია დაიწყეს.

ორივე გუნდი დღევანდელ შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს ედენ აზარი, ფედე ვალვერდე, დანიელ კარვახალი და სერხიო რამოსი გამოაკლდებათ.

თავის მხრივ, "წითლებს" ჯოელ მატიპი, ვირჯილ ვან დაიკი და ჯო გომესი არ ეყოლება.

Sportall.Ge

მეორე შეხვედრა მანჩესტერში, "ეტიჰადის" სახელობის მოედანზე გაიმართება. ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი "სიტი"
"დორტმუნდს" მასპინძლობს. ინგლისელები შეუდარებელ ფორმაში არიან, საკუთარ ქვეყნის ჩემპიონატს უკონკურენტოდ ლიდერობენ, რასაც გერმანელებზე ვერ ვიტყვით.

"მანჩესტერ სიტის" დღევანდელ შეხვედრაში ფილიპ სანდლერი გამოაკლდება. თავის მხრივ, ბორუსიელებს ზაგადუ, მოკოკო და აქსელ ვიტსელი არ ეყოლებათ. კითხვის ნიშნის ქვეშაა ჯეიდონ სანჩოს თამაშიც.


ასევე დაგაინტერესებთ