კლოპი: ბურთს ყველაზე მარტივ სიტუაციაში ვკარგავდით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" ნამატჩევს (1:3), პრესკონფერენციაზე "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა:

"თუ ნახევარფინალში თამაში გინდა, ეს უნდა გამოიმუშაო. დღეს ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. გატანილი გოლის გარდა, ერთადერთი დადებითი მომენტი ისაა, რომ ეს დაპირისპირების პირველი ნახევარია.

უბრალოდ, არასაკმარისად კარგად ვითამაშეთ, რათა "რეალისთვის" პრობლემები შეგვექმნა. მათ ძალიან გავუადვილეთ მდგომარეობა. შეცდომები შეიძლება დაუშვა. მეტი არ დაგვიმსახურებია, მაგრამ ერთი გოლი და თამაში მეორე ტაიმში - ნორმალურია. ეს ჩვენი მაშველი წრეა. 

მეორე ტაიმში განსაკუთრებულად გვჭირდებოდა ბურთით თამაშისას ინტენსივობა. არ შეიძლება სწრაფ "რეალთან"
თავდაცვა, როდესაც მეტოქეს ბურთს ცუდ დროს აბარებ.

ბურთს ყველაზე მარტივ სიტუაციაში ვკარგავდით და მათი თავდამსხმელები მეკარესთან პირისპირ გადიოდნენ", - ციტირებს კლოპს BBC.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი 3 ბურთი კიდე უნდა გაეტანა რეალს და პირველივე თამაშში მოეთავებინა საქმე
მამუკა
07 აპრილი 2021 06:12
5

სიახლეები პოპულარული