უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

[PREVIEW] რევანში "ალიანს არენაზე"? "ჩელსის" შანსი!

AutoSharing Option
დღეს, 7 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება.

ტურის ცენტრალური შეხვედრა მიუნხენში, ადგილობრივ "ბაიერნსა" და "პარი სენ ჟერმენს" შორის გაიმართება.

ეს გუნდები ბოლოს გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და "რეკორდმაისტერმა" კომანის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო.

დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი დიდი დანაკლისით ხვდება.

გერმანელებს რობერტ ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა, კორენტინ ტოლისო და სერჟ გნაბრი გამოაკლდებათ. პარიზელებს ხუან ბერნატი, ლეანდრო პარედესი, მარკო ვერატი და ალესანდრო ფლორენცის გარეშე მოუწევთ თამაში.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, "პორტუ" ლონდონის "ჩელსის" მასპინძლობს.

ლონდონელებს ნგოლო
კანტე არ ეყოლებათ, პორტუგალიელებს კი - მარკანო და ტარემი.

ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ