უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

იურგენ კლოპის ღირსეული საქციელი

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური დაპირისპირების პირველი მატჩის შემდეგ მადრიდის "რეალის" სარეზერვო არენას სავარჯიშო მოედანი უწოდა, ახლა კი ამ გამონათქვამის გამო ბოდიში მოიხადა.

"ადამიანებმა ჭიქაში ქარიშხალი შექმნეს. ნამდვილად არ მინდოდა უპატივცემულოდ მოვქცეულიყავი. თუ ისინი თვლიან, რომ "ესტადიო დე სტეფანო" ის არენაა, სადაც თამაში სურთ, ეს ჩემთვის მისაღებია.

მთელი სეზონის განმავლობაში იქ თამაშობენ. ვიცი, რომ "სანტიაგო ბერნაბეუს" აახლებენ, თუმცა ზუსტად რას აკეთებენ, ეს ნამდვილად არ ვიცი.

ყველაფერი ჩვეულებრივი პროცესია, მაგრამ ჩემი გამონათქვამის ირგვლივ მთელი ამბის შექმნა, გულწრფელად რომ
გითხრათ, სასაცილოდ მეჩვენება.

თუ ვინმეს მიაჩნია, რომ უპატივცემულოდ მოვიქეცი, ბოდიშს ვიხდი. ეს ჩემი განზრახვა ნამდვილად არ ყოფილა", - განაცხადა კლოპმა.

იშვიათად შევხვდებით კლოპის კალიბრის პერსონას ფეხბურთში, რომელიც უკმეხი გამონათქვამის გამო სინანულს გამოხატავს და ბოდიშს მოიხდის. თუმცა გერმანელის მხრიდან ღირსეული საქციელი გასაკვირი ნამდვილად არ არის.

დღეს, 14 აპრილს, ამ მადრიდულ-ლივერპულური დუელის მეორე შეხვედრას "ენფილდი" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ