ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. "რეალი" და "სიტი" დამსახურებულად გავიდნენ ნახევარფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
14 აპრილს ჩემპიონთა ლიგის ორი განმეორებითი მატჩი ჩატარდა და მორიგი ორი ნახევარფინალისტიც გამოვლინდა.

„ლივერპულმა“ „რეალს“ ვერაფერი მოუხერხა

უხეირო ფორმაში მყოფმა „ლივერპულმა“ მადრიდში წაგების (1:3) შემდეგ თავიდანვე შეუტია, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კურტუა, მერე კი ბენზემას დარტყმული ბურთი „წითლების“ კარის ძელს მოხვდა (ქარიმმა ამ სეზონში 12-ჯერ გაარტყა ბურთი ძელს). ტაიმის დასასრულს მასპინძლები გააქტიურდნენ, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. მე-60 წუთზე „წითლების“ მწვრთნელი კლოპი ვა-ბანკზე წავიდა - კაბაკისა და მილნერის ნაცვლად მოედანზე ჟოტა და ალკანტარა შეუშვა. თუმცა „სამეფო გუნდი“ თავს მშვიდად
იცავდა და დამსახურებულად გავიდა შემდეგ ეტაპზე. რონალდოს წასვლის მერე "ბლანკოსი" პირველად ითამაშებს 1/2-ფინალში.

„მანჩესტერ სიტიმ“ „დორტმუნდი“ კლასით დაჯაბნა

გასვლაზე დამარცხებული „დორტმუნდი“ (1:2) სახლში უკვე მე-15 წუთზე ბელინგემმა დააწინაურა. ის „ბორუსიას“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიტანა - 17 წლის და 289 დღისაა. აქედან მოყოლებული, „სიტი“ ინიციატივას დაეუფლა და დე ბრუინმა ბურთი ხარიხას გაარტყა, ზინჩენკოს დარტყმული მეკარე ჰიტცმა მოიგერია და პირველი ტაიმი გერმანულმა გუნდმა მოიგო. მეორე ტაიმის დასაწყისში კი მარეზმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. 75-ე წუთზე ფოდენმაც დაამწუხრა „დორტმუნდი“ და ყველაფერი დასრულდა. გვარდიოლას ხელმძღვანელობით, "სიტიმ" პირველად გააღწია ამ ტურნირის ნახევარფინალში.

ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - რეალი 0:0

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
დორტმუნდი - მანჩესტერ სიტი 1:2
გოლები: 1:0 ბელინგემი (15), 1:1 მარეზი (55, პენ), 1:2 ფოდენი (75)


მკითხველის კომენტარები / 13 /
ბებერი მოთამაშეებით, პენსიონერი ბენზემას მეთაურობით დავიჯეროთ რეალი ფინალში გავა?
ჯონი
15 აპრილი 2021 13:22
6
ძალიან მინდა მანჩესტერ სიტიმ მოიგოს და თასიც ასწიოს. რის რეალი და პესეჟე? აუცვან ორივემ.
მან.სიტის, ფანი
15 აპრილი 2021 13:18
11
ნოემბრის ბოლოს ვივარაუდე რეალი-პსჟ ფინალი და მე მგონი მაქეთ მიდის მართლა ყველაფერი
შაკო
15 აპრილი 2021 10:50
3
ერთი 10 თასი კიდე ზედიზედ, რომ მოიგოს ამ რეალმა მე მაიც 1 თასის მომგები დელბოსკეს რეალი მირჩევნია 10 თავით, ნუთუ ზიდანს მოსწონს თავის გუნდი მიუხედავათ შედეგისა?
jjj
15 აპრილი 2021 10:49
7
შენ კი არ გერჩივნა ის რეალი ამ რეალს ჯობდა, მაგრამ ნამდვილი ისტორია ამ რელამა დაწერა, ან ზიდანმა რა უნდა ქნას როცა მთავარი ფიგურა ვინიჩიუსი ყავს? რაც აქვს იმით გადის ფონს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა რომ დიდ გუნდებს კარგი თამაშის გარეშე შეუძლიათ ტიტულის მოგება.
მეგრელი
15 აპრილი 2021 12:52
3
ერთი რამ ვერ გავიგე: როცა ლივერპული "ბარსელონას" ეთამაშება, მოედანზე ქარიშხალია, ლივერპულის ფეხბურთელები დაფრინავენ,კარში დარტყმული ბურთები ცხრიანში გადის. "რეალთან" თამაშისას ფეხბურთელები მოედანზე დასეირნობენ, 2 მეტრში პასს ვერ აკეთებენ და 7-8 მეტრიდან კარს აცილებენ. ეს მხოლოდ ზიდანის დამსახურებაა?
დობო
15 აპრილი 2021 10:06
5
სიმართლე გითხრა, მეც ეგ არ მაინტერესებს?რავა ყველა ბარსასთან იგიჟიანებენ თავებს? ალბათ მანდ მესის ფაქტორიც თამაშობს, ყველას ეამაყებათ როცა მესის უგებენ. ეს რეალი არ არის ისეთი ძლიერი, რომ ვთქვათ "ვაიმე დაგლიჯა ისე ითამაშათქო." ეს მეტოქეებიც მაინცდამაინც რეალთან, შენი თქმისა არ იყოს დასეირნობენ. ერთი სიტყვით ეს რეალი მაგარი "იღბალა" ვინმეა.
დობოს
15 აპრილი 2021 13:13
12
რას იზამ ბურთი მრგვალია, ხნა კარში წავა ხან აცდება :) :) არა მგონი ძალით აცილებდნენ რეალის კარს.
)))0
15 აპრილი 2021 12:29
0
რეალის ფანებო, ჩუმად თორე შახტარი გაიგებს და მოვა.
ika
15 აპრილი 2021 10:04
13
პსჟ და ბაიერნი არუნდა შეხვედროდნენ ამ ეტაპზე. რო უყურებ რეალისნაირი დაშლილი გუნდი თამაშობს და ჩელსი ეხლა ძლიერდება სჯობდა ბაიერნი ან პსჟ იქით ყოფილიყვნენ ამღერებდნენ რეალს. გამიტყდა ბაიერნის გაგდება ცოტა. ჩელსი ფინალში.
go psg
15 აპრილი 2021 09:51
10
შარშან ვინც ამღერა ბაირნმა კი ნახე, ბარსა და პსჟ, ისე ლივერპულიც ამღერებსო იძახდნენ და ნახე რაც მოხდა, ეხლა ჩელსის იმედზე ხარ, მერე ფინალში კიდე ვინმეს იმედზე იქნები და ასე გაგრძელდება უსასრულოდ )))
მეგრელი
15 აპრილი 2021 14:02
0
თასი. მადრიდში მოდის
macbook pro
15 აპრილი 2021 01:49
5
გილოცავთ რეალის ფანებო. ორი თამაშის ჯამში რეალი უკეთესი იყო და გაიმარჯვა კიდეც დამსახურებულად.
ლივერპულის ფანი
15 აპრილი 2021 01:03
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული