ჩემპიონთა ლიგის ფორმატი რადიკალურად შეიცვალა

AutoSharing Option
სუპერლიგის დამტკიცებამ დიდი ხმაური გამოიწვია. გუნდები, ფეხბურთელები, მწვრთნელები, გულშემატკივრები და ა.შ. აპროტესტებენ ახალ ფორმატს. მათი თქმით, ეს ყველაფერი უსამართლოა. რა თქმა უნდა, სანქციები არც უეფამ დააყოვნა და ფეხბურთელები, რომლებიც ახალ ლიგაში მიიღებენ მონაწილეობას, ეროვნული ნაკრების მაისურით საკუთარი ქვეყნის ღირსებას ევროპის ჩემპიონატსა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეღარ დაიცავენ.

ასევე, უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფორმატი ოფიციალურად შეცვალა:

ჩემპიონთა ლიგამ ფორმატი ოფიციალურად შეიცვალა. რეფორმის თანახმად, 2024/25 წლიდან მონაწილე 32 გუნდს კიდევ 4 დაემატება და გათამაშებაში მონაწილეობას 36 გუნდი მიიღებს, აღარ იქნება ჯგუფური ეტაპი და ჩემპიონთა
ლიგა ერთიანი ფორმატით ჩატარდება. მონაწილე გუნდები გარანტირებულად 10 შეხვედრას გამართავენ (5 სახლის თამაში, 5-იც გასვლა).

8 საუკეთესო გუნდი პლეი-ოფის საგზურს ავტომატურად მიიღებს, მე-9 ადგილიდან 24-ე ადგილამდე მყოფი გუნდები კი პლეი-ოფს ითამაშებენ, რათა მერვედფინალის საგზური მოიპოვონ.

თავის მხრივ, ევროპის ლიგაზე გუნდები 8 შეხვედრას გამართავენ, ხოლო კონფერენს ლიგაზე - 6-ს. ასევე სავსებით რეალურია ამ ორი ტურნირის ჩემპიონთა ლიგის მსგავს ფორმატზე გადაყვანა და მონაწილე გუნდების 36-მდე გაზრდა.





მკითხველის კომენტარები / 9 /
რაგბივით იქნება რა. ერთმანეთში ითამაშებენ და ერთმანეთს დაუკრავენ ტაშს. დანარჩენი გუნდები კი მოკვდებიან
სტალინი
20 აპრილი 2021 16:09
1
იდეა როგორც ასეთი კარგია, ერთი წუნი აქვს მხოლოდ გავარდნა-აღზევება უნდა იყოს, დანარჩენი ყველაფერი მისაღებია დღევანდელი უეფა-ფიფას შემყურე
Hit em up
20 აპრილი 2021 13:48
26
ᲩემპიონᲗა ლიგა სასაცილოა, რა უაზრობაა მალმიო ლუდოგორეცი რომელსაც რეალი და ლივერპული 8-0 და 7-0 უგებს სტატისტად მყოფი მინიმუმ 10 გუნდი ყოველ წელს ყველამ იცის რომ ჯგუფურ ეტაპზე რეალი, ბავარია, იუვე , ბარსა , სიტი Პსჟ გავა და საინტერესო Მეოთხედფინალამდე არაფერია მერვედფინალიც კი Მარტში იწყება და 3 ᲗვეᲨი Რჩება Მთელი წელი კი იუვე კროტონე და იუვე ბენევენტო სპეციას და რეLი კადის ვალიადოლიდს უნდა ვუყუროᲗ Მთელი ზამᲗარი წუწუნებენ მალე დაიწყოს მერვედფინალი ცოტა წესიერ Ფეხბურთს ვუყუროᲗ.ეს უნდა დასრულებულიყო ყოᲩაᲦ პერეს კარგად მოიფიქრა სუპერ ლიგა ეხლა არ უნდა ზოგს მარა მომალწელს Მატჩს არ Გაუშვებენ ყურების Გარეშე Მაშ ნბას რატო უყურებს ყველა Თან აქ5 გუნდი Შეიცვლება 20 Წელში ᲨეიᲫლება ბევრი მარა ეხლა 20 წელი სუპერ ეს 12 გუნდია
მიმა
20 აპრილი 2021 12:40
30
მომწონს სუპერლიგის იდეა და იმედია მალე დაიწყება ეს ტურნირი !! ჩემპიონთა ლიგა მოძველდა და დროს ვერ უძლებს !! პერესის დღევანდელი განცხადება კიდე არგუმენტირებულია და ძნელია არ დაეთანხმო.
ავთო
20 აპრილი 2021 15:27
11
რომელია სუპერკლუბი არსენალი თუ ტოტენჰემი?!
გულშემატკივარი
20 აპრილი 2021 14:05
4
სულ მალე გააუქმებენ ეროვნულ ჩემპიონატებს და ეროვნული ნაკრები გუნდების მონაწილეობას რაიმე ტიპის შეჯიბრებებში.
- ეს მათი მიზანია!
shoda
20 აპრილი 2021 12:39
2
სუპერ ლიგის პრობლემა არის უეფას დამსახურება.
ძალიან გაზულუქდენ ბობოლა გუნდები.
მთელი რესურსი მათ ხელშია.
ადრე თუ ლიგას იგებდა საშუალო შეზლების გუნდები (აიქსი, მარსელი, ბენფიკა, სტიაუა და ასეთები) ეხლა მათ არანაირი შანსი არ აქვთ. გრანდების ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობაც ნაკლებად საინტერესო გახდა, რადგან სულ ჩემპიონები ხდებოდენ.
მიზეზი არის ის რომ მსოფლიოს ყველა ძლიერი მოთამაშე მათთან თამაშობს.
ამიტომ უნდა დაწესდეს ლიმიტი ლეგიონერებზე და არ უნდა ქონდეთ უფლება მოედანზე გაიყვანოს 4 ან 5 უცხოელ მოთამაშეზე მეტი.
აბა რა გუნდია ეს როცა 11-ივე უცხოელია, რა ინტერესი აქვს ამას
las
20 აპრილი 2021 11:54
3
ბოსმანის შესახებ თუ გსმენიათ, ახალგაზრდავ?
დათა თუთაშხია
20 აპრილი 2021 17:45
2
ტოტალიზატორში ათჯერ მეტი ფული ტრიალებს, ვიდრე თვითონ ფეხბურთში. ამ შემთხვევაში ტოტალიზატორის მოგების გასაღები სუპერლიგის ბოსების ხელში იქნება, ანუ ეს ყველაფერი ტოტალიზატორის წილში ჩასაჯდომად გაკეთდა. მაპატიეთ, თუ წარმატებას არ გისურვეთ.
ჟორა გაბრიჭიძე
20 აპრილი 2021 11:16
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული