ზიდანი: გასვლაზე კარგად ვთამაშობთ, მაღალ პრესინგს მივმართავთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლაგაზე "ჩელსისთან" ნამატჩევს (1:1) კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა:

"პირველი ტაიმი ძალიან რთული გამოვიდა, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაციაზე კონტროლის დამყარება მოვახერხეთ.

მეტოქე სწრაფად თამაშობს, კარგი ფეხბურთელები ჰყავს, თამაში კარგად დაიწყეს. თუმცა მეორე ტაიმში უფრო ხშირად ვფლობდით ინიციატივას.

ამ დაპირისპირებაში ბრძოლას ვაგრძელებთ და მთლიანობაში ჩვენი თამაშით კმაყოფილები ვართ. გასვლაზე კარგად ვთამაშობთ, მაღალ პრესინგს მივმართავთ.

"ჩელსი" ტყუილად კი არ გავიდა ნახევარფინალში, კარგი გუნდია. მეორე შეხვედრა დაძაბული იქნება.

მილიტაომ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, მაგრამ მე მთელ გუნდს შევაქებ. ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ", -
განაცხადა ზიდანმა Movistar-თან ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული