ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. "სიტიმ" პსჟ-ს თამაში შემოუტრიალა და ფინალისკენ ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" გასვლაზე პსჟ-ს 2:1 სძლია.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს, უფრო ლამაზად და ეფექტურად თამაშობდნენ და მარკინიოსის გატანილი გოლით 1:0 მოიგეს. მარკინიოსი პირველი მცველია, რომელმაც ზედიზედ მეორე სეზონში ტურნირზე მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში გაიტანა. მან თავისი ბოლო 7 გოლიდან 5 ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა. დი მარიამ პარიზულ გუნდში ყველა ტურნირზე 103-ე საგოლე გადაცემა გააკეთა (6 სეზონში) და საფეტ სუშიჩის საკლუბო რეკორდი გაიმეორა.

მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, „სიტი“ მომენტებს ვერ ქმნი
და, მაგრამ მეკარე ნავასმა კურიოზული გოლი გაუშვა და ანგარიში გათანაბრდა, ცოტა ხანში კი მარეზმა საჯარიმოდან ბურთი მეტოქის ცოცხალ კედელში გააძვრინა და „სიტი“ დააწინაურა. ჩემპიონთა ლიგაზე სასტარტოში დაწყებულ 26 მატჩში რიადმა 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. 77-ე წუთზე „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი გეიე გიუნდოგანს ეუხეშა და მსაჯმა ბრიხმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. ის ბოლო 8 წელიწადში ჩემპიონთა ლიგაზე ერთ სეზონში ორჯერ გაძევებული პირველი ფეხბურთელია.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 4 მაისს „ეტიჰადზე“ გაიმართება. "სიტი" პსჟ-სთან ჯერ არასოდეს დამარცხებულა - 2 მოგება, 2 ფრე და ვნახოთ, რა მოხდება მათ მეხუთე დაპირისპირებაში.

"სიტიმ" მიმდინარე გათამაშებაზე 10 მატჩი მოიგო, რაც უკანასკნელ 17 წელიწადში პრემიერლიგის გუნდებისთვის საუკეთესო შედეგია.

ინგლისურმა გუნდებმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 47-ჯერ მოიგეს პლეი-ოფის გასვლითი მატჩი და 47-ჯერ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.

პარიზი.“პარკ დე პრენსი“
პსჟ - მანჩესტერ სიტი 1:2
გოლები: 1:0 მარკინიოსი (15), 1:1 დე ბრუინი (64), 1:2 მარეზი (68)
გაძევება: გეიე (77)


მკითხველის კომენტარები / 9 /
პსჟ ის კლუბია რომელსაც ფეხბურთი არ გაუყიდიათ 400 მილიონად თუ 200 მილიონად სუპერ ლიგაში მონაწილეობისათვის.
ირაკლი
29 აპრილი 2021 17:57
1
პსჟ_ს წაგებას თურმე როგორ დასდევს ხალხი. ოღონდ პსჟ_ს ფეხი დაუცდეს რამეზე და გამოცვივდებიან ტროლებივით ბალეშჩიკები.
321
29 აპრილი 2021 17:55
2
ინგლისში გახსნიან სიტის, როგორც მონაკომ გახსნა. 1-0 თამაშობდნენ ინგლისში იქნება თამაში.
123
29 აპრილი 2021 17:51
0
ფინალი სიტი-ჩელსი.
ბესო
29 აპრილი 2021 17:06
2
ამ ყველაფრიდან ის ჩანს, რომ ფული ყველაფერი არ არის და დონეს განსაზღვრავს არა მხოლოდ კონტიგენტი რომელიც გუნდში გყავს, არამედ ის, თუ როგორ ჩემპიონატში თამაშობ და ვინ არიან შენი მოწინააღმდეგეები.
ანესთეზეოლოგი
29 აპრილი 2021 12:39
2
ეხლა მეორე: რეალ მადრიდში რომ სუპერ-ვარსკვლავები თამაშობდნენ ვალზე თამაშობდნენ ხოლმე? რეალი ღარიბი გუნდი გგონია?
ika
29 აპრილი 2021 17:53
1
სიტის ნაკლები ფული აქ პსჟ ზე ?
ლშა
29 აპრილი 2021 14:56
2
განმეორებით თამაშებში რა იქნება არავინ იცის, პირველებში კი ჩელსი ყველაზე კარგად გამოიყურებოდა.
არტ
29 აპრილი 2021 10:10
0
განმეორებით თამაშებში რა იქნება არავინ იცის, პირველებში კი ჩელსი ყველაზე კარგად გამოიყურებოდა.
არტ
29 აპრილი 2021 10:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული