პოჩეტინიო: ეს მტკივნეულია - მეორე ტაიმში "სიტისთან" გამკლავება გაგვიჭირდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტისთან" 1:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი პსჟ-ის მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინიომ გააკეთა.

"ორი განსხვავებული ტაიმი. პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად გვქონდა. მომენტები შევქმენით და დაწინაურება დავიმსახურეთ. მეორე ნახევარში კი მეტოქე ჩვენზე ძლიერი იყო. ორივე გოლი შემთხვევითი იყო, მაგრამ მთლიანობაში მათ მეტი მომენტი შექმნეს. მოკლედ, თითოეულმა თითო ტაიმი მოიგო.

2 გოლის გაშვებით ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ. ნახევარფინალში ეს ძნელი მისაღებია, მართლაც მტკივნეულია.

მეორე ტაიმში "სიტისთან" გამკლავება გაგვიჭირდა. ისინი უფრო აგრესიულად თამაშობდნენ, ხოლო ჩვენ გაჭირვებით ვიბრუნებდით ბურთს.

ფეხბურთში რწმენაა აუცილებელი.
ინგლისში 6 დღეში გავემგზავრებით და შევეცდებით, საჭირო რაოდენობის გოლები გავიტანოთ და გავიმარჯვოთ. რა თქმა უნდა, გარკვეული ზეწოლა არსებობს, თუმცა ფეხბურთში მნიშვნელოვანია შენსას ეცადო", - ციტირებს პოჩეტინიოს BT Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სიტი მიდიიი, ინგლისშიც მოუთავე საქმე ამ შეიხებს.
gvardi
16:30 29-04-2021
1
Orive turniris mogebis kargi shansi aqvt da tu es moxda kidev ertxel davrcmundebit gvardiolas shesazleblobebshi
Milani
10:40 03-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული