[PREVIEW] ქამბექი თუ გვარდიოლას მასტერკლასი? სეზონის საუკეთესო შეხვედრის მოლოდინში

AutoSharing Option
დღეს, 4 მაისს, მანჩესტერში "ეტიჰადის" მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში, "სიტი" "პარი სენ ჟერმენს" უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა ინგლისელების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა და ლიგის ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს, თუმცა უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია, თუ რა ძალას წარმოადგენს პსჟ და რა დონეზე შეუძლიათ მათ ერთი კონკრეტული თამაშის ჩატარება.

დღევანდელ შეხვედრაში "მანჩესტერ სიტი" ოპტიმალური შემადგენლობით წარდგება, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის იმის შანსს, რომ ესპანელი სპეცილისტის მიერ გაწვრთნილი გუნდი ფინალში გავიდეს. რაც შეეხებათ პარიზელებს, იდრისა გაიე და ხუან ბერნატი არ ეყოლებათ; კითხვის
ნიშნის ქვეშაა კილიან მბაპეს თამაშიც, ამ უკანასკნელის მოედანზე არყოფნა კი, სავარაუდოდ, კაპიტულაცია იქნება. 

დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. "სიტიმ" პსჟ-ს თამაში შემოუტრიალა და ფინალისკენ ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
პსჟ ჩემპიონია. წელს არა მომავალი წელი სად გაიქცევა. ჩანს, რო პსჟ ძალიან დიდი გრანდია.
ika
04 მაისი 2021 14:56
8
გუნდი რომ ფულითა კეთდება ეხლა გაიგეთ? მილანსა და რეალში რომ მსოფლიო ვარსკვლავები თამაშობდნენ აბა რას უხდიდნენ იქ? ვერავინ ამიხსნა რაშუაშია, პსჟ-ს ფული აქვსო. აბა ფეხბურთელები რითი უნდა იყიდო და რა უნდა გადაუხადო თუ ფული არგაქვს?
ირაკლი
04 მაისი 2021 14:48
3
ხო მარა ტრადიციასაც დიდი მნიშვნელობა აქ, მაგალითად ის თანხა რაც პსჟ-ში დაიხარჩა მაგალითად მილანში რომ დახარჯულიყო ახლა 2 ლიგა მაინც ექნებოდა დამატებით.
fff
04 მაისი 2021 19:32
3
ვქომაგობ სიტის!!!!! ფინალი: სიტი ჩელსი.
ვაჟა
04 მაისი 2021 14:33
6
სიტიმ დღეს აუცილებლად უნდა მოიგოს, რომ პესეჟეს პიჟონები გამოაბუნძულონ.
სიტი.
04 მაისი 2021 13:39
8
დავიჯეროთ პიჟონობა რა არის, არ იცი?! ნეიმარს შეხედე და მიხვდები რაც არის.
იკას
04 მაისი 2021 15:17
4
პსჟ_დან პიჟონი ვინ არის ან პიჟონი რას ნიშნავს თუ იცი? ეს ანტი პსჟ-მანია უკვე ტვინის წამღებია. წააგებს პსჟ გამოცვივდებიან რამაგარია ფულის ტომრებმა წააგესო, მოიგებენ და ფული აქვთო ქართველებს გვესმის ფეხბურთი მაგრად თან.
იკა
04 მაისი 2021 14:53
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული