"თუნდაც ამისთვის მოედანზე სიკვდილი დამჭირდეს..." - ნეიმარმა პირობა დადო

AutoSharing Option
პსჟ-ის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა პირობა დადო, რომ ის საკუთარ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში დაეხმარება. მაურისიო პოჩეტინოს შეგირდებმა პირველი შეხვედრა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ პარიზში 1:2 დათმეს და ინგლისელებს კომფორტული სხვაობა დაუთმეს.

ისიც აღსანიშნავია, რომ ფრანგებს შესაძლოა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, კილიან მბაპე გამოაკლდეთ, რაც კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას...

"ჩვენ "მანჩესტერ სიტისთან" რთული თამაში გვექნება, თუმცა უნდა გვჯეროდეს, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ამბობს სტატისტიკა ან რამდენადაა შეფასებული ჩვენი გამარჯვება. ყველა პარიზელს ჩვენი სჯერა და მე ფრონტის წინა ხაზზე ვდგავარ. მე პირველი
მებრძოლი ვიქნები და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა გუნდი ფინალში გავიდეს, თუნდაც ამისთვის მოედანზე სიკვდილი დამჭირდეს" - განაცხადა ნეიმარმა. 

შეგახსენებთ, დღეს, 4 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt[PREVIEW] ქამბექი თუ გვარდიოლას მასტერკლასი? სეზონის საუკეთესო შეხვედრის მოლოდინში


მკითხველის კომენტარები / 3 /
სიბერეში რომ კითხავს შვილიშვილი რა ქენი ბაბუა სიტისთან ფინალში გადი თუ მინდორზე მოკვდიო, ეგ ეტყვის მოვკვდი ბაბუა მოვკვდიო(ცნობილი ანეგდოტის არ იყოს.დდდდდ)
2
სიკვდილის რა მოგახსენოთ, მაგრამ მინდორზე გორაობა, უფრო კარგად გამოგდის.
ნეიმარს
15:29 04-05-2021
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული