უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

გვარდიოლას მამა: ჩემი ოცნებაა "სიტიმ" ფინალში "რეალი" დაამარცხოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელის, პეპ გვარდიოლს მამამ, ვალენტი გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი ოცნებაა "ქალაქელებმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალი" დაამარცხონ.

"ფინალში "რეალის" დამარცხება ჩემი ოცნების ასრულება იქნება. თუ "მანჩესტერ სიტი" ფინალში "რეალს" დაუპირისპირდება, იმედია გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება.

მისმინეთ, მე მისი მამა ვარ, არ მინდა ვიტრაბახო. იოჰან კრუიფიც ძალიან კარგი სპეციალისტი იყო, საერთოდ კი ყველა მწვრთნელს საკუთარი სტილი გააჩნია.

აი, რა ვიცი: პეპს მატჩების წინ არ სძინავს. ყველაფერს აანალიზებს", - თქვა ვალენტი გვარდიოლამ სპორტული ტელეარხის, Sports 5-ის ეთერში.