ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ სიტის" დამარცხების (1:0) შემდეგ "BT Sport"-ის ეთერში სიხარული "ჩელსის" მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ვერ დამალა:
"ამ გამარჯვების ყველასთვის გაზიარება წარმოუდგენელია. ჩვენ ეს გავაკეთეთ. არც ვიცი, რა ვთქვა. ვაუ, არ ვიცი, ახლა რას ვგრძნობ. მადლობელი ვარ, რომ ჩემმა გუნდმა მეორედ ითამაშა ფინალში. თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. შეგრძნება მქონდა, რომ გამარჯვება სულ უფრო მიახლოვდებოდა.
ფეხბურთელები გამარჯვებაზე იყვნენ კონცენტრირებულები. ჩვენ გვინდოდა "სიტის" მოთამაშეთა ბუცებში კენჭის როლში ვყოფილიყავით. მოთამაშეთა მოტივირებას თამაშის საკუთარ თავზე აღებით ვახდენდით, რათა თამამად ემოქმედათ და კონტრშეტევებზე სახიფათონი ყოფილიყვნენ".