ქართველების მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ცნობილია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები ჩატარდა და პლეი-ოფის წყვილები გაირკვა.

"ფერენცვაროში" პრაღაში 0:1 დამარცხდა "სლავიასთან", მაგრამ პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდა მოგებული და შემდეგ ეტაპზე გავიდა. სტუმართა გუნდის განაცხადში კვლავ არ იყვნენ ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი. პლეი-ოფში კი უნგრული კლუბი "იანგ ბოიზს" შეხვდება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გათამაშებას ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას "სლოვანი" გამოთიშა.

"ბენფიკამ" ისევ 2:0 სძლია "სპარტაკს", ერთი გოლი კი მოსკოველებს უკრაინელმა თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა გაუტანა, რომელიც ლისაბონურ გუნდში "გენტიდან" ახლახან გადავიდა. არადა,
შეხვედრის წინ "სპარტაკის" პორტუგალიელი მწვრთნელი ლუი ვიტორია ამბობდა, რომ მეტოქეს გააკვირვებდნენ.

sports.ru წერს, რომ "სპარტაკს" მისი მფლობელის, ლეონიდ ფედუნის მეუღლე ზარემა სალიხოვა მართავს და სასტარტო შემადგენლობას ფეხბურთელთა ჰოროსკოპის მიხედვით აყენებს, ხოლო ამისათვის კვირის მიხედვით ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზს იყენებს - მაგალითად, შემადგენლობაში მოხვდნენ ისინი, რომლებსაც ვარსკვლავები წარმატებულ დღეებს უწინასწარმეტყველებდნენ.

პლეი-ოფის წყვილები:

"ინგ ბოიზი" - "ფერენცვაროში"
"შერიფი" - "დინამო" (ზაგრები)
"ზალცბურგი" - "ბრონდბიუ"
"მალმიო" - "ლუდოგორეცი"
"მონაკო" - "შახტარი"
"ბენფიკა" - პსვ

მატჩები 17/18 და 24/25 აგვისტოს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
იარემჩუკი ჩვენი ლეგიონერია ? თუ გენტია საქართველოს გუნდი ? აწი ვინც გენტიდან წავა წამოვა ყველას ამბები უნდა გვახაროოთ ? @@
ზურა222
17:30 11-08-2021
3
რატო ვერ ხვდებიან და ოპერაცია გაიკეთაო დვალმა ტრანვა ქონდა მანამდეც და მანამდე სულ თამაშობდა
ირაკლი იმნაძე
16:59 11-08-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული