"შერიფი", "ზალცბურგი" და "შახტარი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ - ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სამი დარჩენილი განმეორებითი მატჩი გაიმართა და ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა.

"შერიფმა" ტირასპოლში ზაგრების "დინამოს" 3:0 დამარცხების შემდეგ, ხორვატიაში უგოლო ფრეს მიაღწია და მიზანს უწია. ეს პირველი მოლდოვური გუნდია, რომელიც ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დნესტრისპირული კლუბი "საბურთალომ" გამოაგდო - სტუმრად 3:0 მოუგო, საკუთარ მოედანზე კი 1:3 წააგო.

"ზალცბურგმა" ისევ სძლია "ბრონდბიუს", ისევ 2:1, ამჯერად გასვლაზე და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

"შახტარს" "მონაკო" სტუმრად 1:0 ჰყავდა დამარცხებული და უკვე
აშკარა
ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ხარკოვში სტუმრებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, 74-ე წუთზე მარლოსმა ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა და ძირითადი დრო 1:2 დასრულდა. ვინაიდან ორი მატჩის ჯამში ანგარიში თანაბარი იყო, დამატებითი დრო დაინიშნა. 114-ე წუთზე მონეგასკების მცველმა აგილარმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, 2:2 და დონბასელები ისევ მიიღებენ მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაზე. ტურნირზე მეორე უკრაინული გუნდი, კიევის "დინამოც" ითამაშებს.

ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დღეს, 26 აგვისტოს, სტამბოლში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
აქ მერე ფული ვინ სჭამოს?
სტატუს ქუო
26 აგვისტო 2021 19:00
0
რუსული,უკრაინული,ბელოროსული,აზერბაიჯანული,ყაზახური,აგერ უკვე მოლდოვური კლუბიც გავიდა ჯგუფურ ეტაპზე,ყოფილი პოსტსაბჭოთა ბანაკიდან!..ქართული კლუბები კი არა და არ ჩანს,არსად.სანამდე უნდა ვიყოთ ასეთ დღეში,ფეხბურთის მესვეურებს აქვთ პასუხი?!
დავითი
26 აგვისტო 2021 12:27
0
პოლიტიკაში ფეხბურთელებს-რ ა უნდათ?! -ბურთი გორების და ფულის დათვლის მეტი-რ ა იციან ?!
გლახუნა
26 აგვისტო 2021 19:37
0
პირველ რიგში ვულოცავ მოლდაველებს ამ წარმატებას, ძალიან გულნატკენი ვარ დღევანდელი ქართული ფეხბურთით, როდემდე უნდა იხრჩობოდეთ ჭაობში? შეხედეთ ყაზახებმა გაიყვანეს ჯგუფურ ეტაპზე გუნდი, სომხებმა გაიყვანეს, აზერებმა გაიყვანეს, მოლდაველებმა გაიყვანეს, რუსებზე და უკრაინელებზე არაფერს ვამბობ, ისინი დიდი ხანია იქარიან და თამაშობენ, თქვენ იჯექით და ზილეთ ტალახი წლიდან წლამდე, არც ღირსება არც თავმოყვარეობა არც ქართველი ხალხის დაფასება, არც ჟინი გამარჯვებისა, აბა რაგინდა ფეხბურთში თუ ეს არცერთი არ გახასიათებს?
მე-14 სკოლა
26 აგვისტო 2021 12:03
0
მოკლედ :დ რავიცი ერთი ჩვენს გასახარად ის შემიძლია გითხრათ რომ არცერთს რადიკალურად არ შეუცვლია ამ ქვეყნების შიდა საკლუბო დონე!ლეგიონერებით გასული შერიფი და შახტარი ვერ იქნება ჩვენთვის სამაგალითო )))არამგონია მარტო ლიგის ჯგუფში მოხვედრა იყოს ჩვენი კმაყოფილების პიკი.რავიცი მირჩევნია ქართველი კარგი ფეხბურთელებით ჯგუფში შევიდეთ და შემდეგ გავყიდოთ კარგ ფასში.აი დინამო ზაგრების მაგალითია ამ მხრივ კარგი! აი ნახავთ შერიფიც მომავალ წლებში ჩამკვდარი გუნდი იქნება რამდენი ლეგიონერია ამ წარმატებულლ კლუბებში გადახედეთ ან რას გავდა უკრაინის ან რუსეთის ნაკრებები ამის გამო...ერთია რომ გადიხარ მაგრამ როცა სტაბილურად გადიხარ და შედეგს მაინც ვერ დებ ეგ ვერანაირად ვერ იქნება კმაყოფილების საბაბი...
აბგდ
26 აგვისტო 2021 11:48
0
ნახეთ, შერიფში მინდორზე ვინც კი გავიდა სათამაშოდ ერთის (1!) გარდა ყველა უცხოელები არიან, სათადარიგოებში კიდევ 2 ეჯდათ მოლდოვის პასპორტიანი (ისიც 1 ნაღდათ რუსი). აი ვფიქრობ, ასეთი დინამოს გულშემატკივრობა რამდენად მომეწონებოდა? მართლაც რომ სადისკუსიოა. ზოგადად შერიფი რომ რუსული ფულით ფინანსდება, მგონი, ყველას კარგად მოეხსენება; ის ხომ ე.წ. "პრიდნესტროვიედანაა".
აი, სომხური რომ გადის ან ევროპა, ან კონფერენც ლიგაზე, ეს კიდევ სულ სხვა საკითხია. თან იმის ფონზე, რომ ნაკრებიც (ყოველ შემთხვევაში აქამდე) მაგარ შედეგს დებს. ეეეჰ...
alexandre
26 აგვისტო 2021 11:39
0
2021 წელს თუ საერთოდ სამოყვარულო დონეზე იქნებოდა ქართული ფეხბურთ, ვერ წარმოვიდგენდი მართლა.
გოგა
26 აგვისტო 2021 11:27
0
რუსეთის გუნდები რომ გადიოდნენ ჯგუფურებზე, გაგებით ვეკიდებოდით - რუსეთია, დიდია, დიდი ფულია და ა.შ. უკრაინის გუნდებსაც გაგებით მოვეკიდეთ იგივე არგუმენტებით. ბატემ რომ გაიბრწყინა, ცოტა უშნოდ შევიშმუშნეთ, მაგრამ არ შევიმჩნიეთ, გავაგრძელეთ ჭაობში ჯდომა. ამას მიყვა აგერ შერიფიც, ცალკე სომხეთ-აზერების გუნდების საკბილო გახდნენ საქართველოს ჩემპიონები (კარგი, აზერების ფული აქვთ და სომხებმა რაო, გარგარით განავითარეს ფეხბურთი თუ კონიაკის გაყიდვით?), ცალკე სომხეთმაც გადაგვაბიჯა და ლამის ევროპაზე გავიდა. ჩვენ ისევ ვზივართ და მახათს ვიყრით, სამაგიეროდ 200-300 მილიონიანი "ფეხბურთის აღორძინების" პროგრამები ცხვება და ისე ორთქლდება ხელფას-პრემიებში, კაცმა არ იცის....
გიორგი
26 აგვისტო 2021 10:25
2
სრულად გეთანხმები!!! დისლაიკზე ხელი მე დამეჭირა :(
შოთიკო
26 აგვისტო 2021 12:04
0
Ravi magisi chamomrekic xhven ea gvchirs amistana ushvelebeli,gamodian fexburtelebi da yvela turme tavs wiravs da debs stadionze,mere jurnalistebic aqebt da adidebt turme esada es pirovneba arasodes zogavda tavs da erti rame mainteresebs,tu yvela egrea ro tavs arzogavs aba es rajandaba shedegia gamagebinet erti,anu gamodis ro arvargixart arafrad da egaa meti araferi,am zagrebma kide chventan gaigijes tavida gadagviares rasac qvia,etyoba sherifia ragaca dzalebit frtashesxmuli,yvela machanchala wers istorias farerebis hatvlit da chventu dagvcda rame sayveduri ui deda rasaa roambob rogor sheileba amistqma?!wadit.......
Alika
26 აგვისტო 2021 07:49
0
ვგიჟდები ასეთ შედარებებზე :D საბურთალოც ღირსი ყოფილა მაგის გამო ლიგის ჯგუფის წელს :დ
ნოდო
26 აგვისტო 2021 02:54
4

სიახლეები პოპულარული