იბრაჰიმოვიჩი "ლივერპულთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

39 წლის შვედს აქილევსის მყესის პრობლემა აქვს, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით".

ზლატანმა ტრავმის მორჩენის შემდეგ კვირას პირველად ითამაშა და შეცვლაზე შესვლიდან 7 წუთში გოლი გაიტანა.

"ლივერპულისა" და "მილანის" მატჩი 15 სექტემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული