უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა. I ტური: აჩრდილი დადის ლიგაზე, აჩრდილი "ბარსასი" – "ბაიერნმა" კატალონიაში გაილაღა [VIDEO]

AutoSharing Option
14 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის პირველი სათამაშო დღის კიდევ 6 მატჩი ჩატარდა.

E ჯგუფში "ბაიერნმა" გასვლაზე უპრობლემოდ სძლია "ბარსელონას" - 3:0.

ამ შეხვედრის წინ „ბაიერნის“ თავდამსხმელმა მიულერმა 2020 წელს 1/4 ფინალში „ბარსას“ დამარცხება გაიხსენა, თქვა, რომ უბრალოდ გაანადგურეს და მეტოქე მიხვდა, რომ არაფერი არ შეუძლია. მიუნხენური კლუბის საპატიო პრეზიდენტმა ჰიონესმა კი განაცხადა, რომ კატალონიური კლუბი გაკოტრებულია, გერმანიაში ასეთ შემთხვევაში სასამართლო დაიწყებოდა გაბანკროტების შესახებ და ეს გუნდი უკვე მისაბაძი არ არის.

უნიათო „ბარსელონა“ „რეკორდმაისტერმა“ აშკარად დაჯაბნა, ანგარიში მიულერმა
გახსნა, რომელმაც ტურნირზე კატალონიელების კარი 6 მატჩში 7-ჯერ დალაშქრა - ყველაზე მეტჯერ. შემდეგ ტერ შტეგენი ლევანდოვსკიმაც დაამწუხრა. „ბარსას“ ახალწვეული თავდამსხმელი ლ. დე იონგი, რომელიც ამბობდა, რომ მეორე სართულზე კარგად თამაშობს, აბსოლუტურად განეიტრალებული გახლდათ. 85-ე წუთზე ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და „ბაიერნში“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 18 მატჩში გაიტანა - 29 გოლი.

„ბარსელონა“ ისე დამარცხდა, რომ კარში ბურთი არ დაურტყამს - „ბაიერნმა“ „კამპ ნოუზე“ ჩატარებულ 6 შეხვედრაში მე-4 გამარჯვება მოიპოვა.

კიევის „დინამო“ სახლში „ბენფიკასთან" უგოლო ფრეს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასასრულს "დინამომ" ორჯერ გაარტყა ბურთი ძელს, 90+3-ე წუთზე კი შაპარენკოს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს.

F ჯგუფში „ვილიარეალმა" და "ატალანტამ" ქულები გაიყვეს.

G ჯგუფში უგოლოდ დასრულდა "ლილისა" და "ვოლფსბურგის" დაპირისპირება.

H ჯგუფში „ჩელსიმ“ სახლში „ზენიტი“ 1:0 დაამარცხა.

სერია A-ში უხეიროდ სტარტაღებულმა „იუვენტუსმა“ "მალმიოს" პირველივე ტაიმში მოუთავა საქმე, მეორე ტაიმში თამაში არ გაამწვავა და მშვიდად მოიგო.

E ჯგუფი


ბარსელონა. „ნოუ კამპი“
ბარსელონა - ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 მიულერი (34), 0:2 ლევანდოვსკი (56), 0:3 ლევანდოვსკი (85)

კიევი. „ოლიმპიისკი“
დინამო (კ) - ბენფიკა 0:0

F ჯგუფი

ვილიარეალი. „სერამიკა“
ვილიარეალი - ატალანტა 2:2
გოლები: 0:1 ფროილერი (6), 1:1 ტრიგეროსი (39), 2:1 გრუნეველდი (73), 2:2 გოსენსი (83)
გაძევება: კოკლენი (84, ვილიარეალი)

G ჯგუფი

ლილი. „პიერ მაროუ“
ლილი - ვოლფსბურგი 0:0
გაძევება: ბრუკსი (63, ვოლფსბურგი)

H ჯგუფი

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“
ჩელსი - ზენიტი 1:0
გოლი: 1:0 ლუკაკუ (69)

მალმიო.“ელედა“
მალმიო - იუვენტუსი 0:3
გოლები: 0:1 ალექს სანდრო (23), 0:2 დიბალა (45, პენ), 0:3 მორატა (45+1)