პიკე: ახლა "ბარსა" ისეთია, როგორიც არის

AutoSharing Option
"ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მცველმა ხერარდ პიკემ გააკეთა.

"ცუდია სახლში ასეთი ანგარიშით წაგება, მაგრამ მეორე ტაიმში ვიბრძოლეთ, "ბაიერნი" კი რიკოშეტით დაწინაურდა. 0:2-ის შემდეგ გაგვიჭირდა.

თამაშში 18 წლის ფეხბურთელები ჩაერთვნენ, გუნდმა საკუთარი სახე აჩვენა, იბრძოლა.

რაც არის, ეგ არის. ახლა "ბარსა" ისეთია, როგორიც არის. ეს რთული წელია. "ბაიერნი" უკეთესი იყო, თუმცა ჩვენ გვაქვს საფუძველი, რათა ბრძოლა გავაგრძელოთ. ვნახავთ სეზონის ბოლოს საქმე როგორ იქნება, ჩვენი გაძლიერება აგუეროსა და ფატის შეუძლიათ.

ახლა ჩვენ
ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს შორის არ ვართ, მაგრამ ეს ზეგავლენას არაფერზე არ ახდენს. ხანდახან ფავორიტებად ვითვლებოდით, მაგრამ წარმატებას ვერ ვაღწევდით", - ციტირებს პიკეს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
დღეს ბავარიასთან უშანსოდ რომ არიან,საკამათოც არაფერია,ფატი და აგუერო რომ გააძლიერებენ,არც ეგ,მაგრამ როდის?მოასწრებენ აღდგენას?ამ თამაშით ჯგუფში მეორე ადგილს დაკავებაც გაუჭირდებათ და ლიგას თუ გამოეთიშნენ,მერე რაღა?ან ფატი და აგუერო იმდენად გააძლიერებენ,რომ ჩემპიონატში გამარჯვების შანსები გაუჩნდეთ?ლიგაზე აღარაფერს ვიტყვი.ძალიან მეძნელება ეს ამბავი.
სოსო
15 სექტემბერი 2021 10:19
0
სანამ ეს წითელ სახიანი ვითომ მწვრთნელი კუმანი ეყოლებათ, არაფრის იმედი არ გქონდეთ. ეს ვიღაცა, ლუკ დე იონგი, რა მოსაყვანი იყო? რახან ჰოლანდიელია?!!!! სულელა ლაპორტას კი მაგის იმედი აქვს. სასაცილოა, სატირელი, რომ არ იყოს.
სოსოს
15 სექტემბერი 2021 12:26
0
სახე დაკარგული ბარსელონა
ისიდორე
15 სექტემბერი 2021 09:45
0
შარშანწინ ხომ რას ამბობ, ბრდღვნიდა ბაიერნს?! დდდ
???
15 სექტემბერი 2021 09:02
0
მიხვდით !? რაც ხართ იმის გარეშე?!!!!
ნაგელსმანი.
15 სექტემბერი 2021 08:44
1
მაგას 100-წელი, ვერ მიხვდებიან. "ახალ ერას" კარგად იწყებენ, რომელსაც თურმე ლეო მესი უშლიდა!
ნაგელსმანს.
15 სექტემბერი 2021 12:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული