უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

[PREVIEW] დიდი სახელებით დიდი მატჩების მოლოდინში - ჩემპიონთა ლიგის მეორე დღე

AutoSharing Option
დღეს, 15 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის 1-ელი ტურის დარჩენილი 8 შეხვედრა გაიმართება.

A ჯგუფი


დღეს "ბრიუგეს" დიდი გამოცდა ელის. ბელგიური გუნდი საკუთარ კედლებში "პარი სენ ჟერმენს" მიიღებს.

მასპინძლებს 1-ელ ტურში ედერ ბალანტა გამოაკლდებათ, კთხვის ნიშნის ქვეშაა უესლის თამაშიც.

თავის მხრივ, პარიზელებს ანხელ დი მარია, იდრისა გაიე, მარკო ვერატი, ლეივინ კურზავა და სერხიო რამოსი არ ეყოლებათ.

ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 2-ჯერ შეხვდნენ, ორივე შეხვედრაში ფრანგულმა გუნდმა იმარჯვა, "ბრიუგესთვის" ბურთების შეფარდება 0:6-თან გახლავთ.

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


ჩემპიონთა ლიგის
ვიცე ჩემპიონი, "მანჩესტერ სიტი" საკუთარ კედლებში არც თუ ისე კარგ ფორმაში მყოფ "ლაიპციგს" მიიღებს.

"ქალაქელები" დღევანდელ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან.

გერმანელებს მარსელ ჰალსტენგერგი და მარსელო სარაჩი არ ეყოლებათ.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით დღეს პირველ შეხვედრას გამართავენ.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

B ჯგუფი



მადრიდის "ატლეტიკო" საკუთარ კედლებში "პორტუს" მიიღებს.

"როხი ბლანკოს" დღეს სტეფან სავიჩი გამოაკლდება, პორუგალიელებს აგუსტინ მარჩესინის გარეშე მოუწევთ თამაში.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ერთმანეთს 6-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც გუნდები 2-2 შეხვედრა მოიგეს, ორი მატჩის ფრედ დასრულდა. ურთიერშეხვედრები დღევანდელ სტუმრებმა 6 ბურთი გაიტანეს, სტუმრებმა, საპასუხოდ -8.

დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებული "მილანი" 1-ელ შეხვედრას "ენფილდზე" ადგილობრივი "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავს.

მერსისაიდელებს დღევანდელ შეხვედრაში ჰარვი ელიოტი, რობერტო ფირმინო და ნეკო უილიამსი გამოაკლდებათ.

გარცელებული ინფორმაციის თანახმად "როსონერის" შვედი ცენტალური თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ ეყოლება, კითხვის ნიშნის ქვეშაა ტიმო ბაკაიოკოს თამაშიც.

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ, აღსანიშნავია, რომ ორივე შეხვედრა ფინალში გაიმართა. პირველად ეს კლუბები 2005 წელს ყველასთვის დასამახსოვრებელ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ, მატჩი 3:3 დასრულდა, გამარჯვება კი ინგლისურმა გუნდმა მოიპოვა.

2 წლის შემდეგ კი მილანელებმა 2:1 იმარჯვეს და სრულფასოვანი რევანში აიღეს.

დღის ცენტრალური შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


C ჯგუფი



"ბეშიქთაში" საკუთარ კედლებში "დორტმუნდს" მიიღებს.

თურქულ კლუბს დომაგოი ვიდა გამოაკლდება, ალექს ტეიშეირას თამაში საეჭვოა.

გერმანელებს დან აქსელ ზაგადუ, ჰოვანი რეინა და ემრე ჩანი არ ეყოლებათ, ტორგან აზარის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ეს გუნდები დღეს პირველად დაუპირისპირდებიან.

მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.


"სპორტინგი" საკუთარ კედლებში "აიაქსს" მიიღებს.

პორტუგალიელებს დღევანდელ შეხვედრაში სებასტიან კოატესი გამოაკლდებათ.

ამსტერდამულ კლუბს მოჰამედ კუდუსის, სინ კლაიბერისა და მაარტენ სტეკელემბურგის გარეშე მოუწევთ თამაში.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით დღეს პირველ შეხვედრას გამართავენ.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


D ჯგუფი



ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი "შერიფი" პირველ შეხვედრას დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ გამართავს.

მასპინძლებს დღევანდელ მატჩში ალექსანდრ ბელუსოვი და კესტონ ჯულიენი გამოაკლდებათ, უკრაინელებს ანატლონი ტრუბინისა და ჯუნიორ მორაესის გარეშე მოუწევთ თამაში.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2-ჯერ დაუპირისპირნენ, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, მეორე კი დონეცკელებმა მოიგეს.

ურთიერთშეხვედრებში გატანილი გოლებით შახტარი 2:0-ს ლიდერობს.

დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე გამართავენ.


პირველი ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა იტალიაში, "ინტერსა" და "რეალს" შორის გაიმართება.

"ნერაძური" სტეფანო სენსის გარეშე ითამაშებს, "ბლანკოსს" ტონი კროოსის, მარსელოს, ფერლან მენდისა და გარეთ ბეილის გარეშე მოუწევს ასპარეზობა.

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს 11-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც გუნდებმა 5-5 შეხვედრა მოიგეს, 1 მატჩი კი ფრედ დასრულდა. გოლების მხრივაც თანაფარდობაა, საფეხბურთო გრანდებმა ერთმანეთს 13-13 გოლი გაუტანეს.

დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.