რონალდოს ღირსეული საქციელი - ის, რის გამოც პორტუგალიელს ყველა აფასებს [VIDEO]

AutoSharing Option
მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდომ "იანგ ბოიზთან" მატჩის წინ, მოთელვის დროს სტიუარდ-გოგონას შემთხვევით ბურთი გაარტყა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ გოგონამ გონება დაკარგა.

მაყურებლების თქმით, მატჩის დაწყებამდე, რონალდო კარში დარტმებს ამუშავებდა. ერთ ერთი დარტყმის დროს კი ზემოაღნიშნული შემთხვევა მოხდა.

დაზარალებულთან პირველ რიგში მისი კოლეგები მივიდნენ, ცოტახანში კი თავად ფეხბურთელიც გამოჩნდა. რონალდო გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და ბოდიში მოუხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა კარგადაა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: palitravideo


მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს რა იქნია??რომ არ მისულიყო სირცხვილი იქნებოდა...
L.J.
15 სექტემბერი 2021 14:48
2
არავინ ამბობს წარმოუდგენლად დიადი საქმე ჩაიდინაო
კარგად მოიქცა და ამბობენ კიდეც რომ კარგი საქციელი იყო
მორჩა
ნიკო
21 სექტემბერი 2021 23:58
0
აბა რა უნდა გაეკეთებინა? დარტყმებში ვარჯიში გაეგრძელებინა? არ მგონია, ანალოგიურ სიტუაციაში ადამიანთა 99% განსხვავებულად მოქცეულიყო. ელემენტარული კულტურაა. გააკეთა ის რაც ევალებოდა. ზედმეტი პიარი არაა საჭირო, "ვაიმე, ეს რა გააკეთა" და ა.შ. უმჯობესი იქნებოდა, ისე ევარჯიშა, რომ სხვა არ დაეზარალებინა.
ქართველი
15 სექტემბერი 2021 14:45
6
რა არის აქ რაღაცა ისეთი აღსაფრთოვანებელი რომ ამის გამო აფასებენო, ნებისმიერი მოიქცეოდა ასე, ყველაფერს რომ აზვიადებენ.
ბადრი
15 სექტემბერი 2021 14:32
0
ამას,ნორმალური ადამიანის,ბუნებრივი საქციელი ჰქვია.
სოსო
15 სექტემბერი 2021 14:20
1
ამ ვირგლას, რომ მოეკლა ეგ ქალი დააფასებდით?:))
ჯ.კ.
15 სექტემბერი 2021 13:06
14
რაზე ფიქრობდა? ბურთით პაკაზუხობდა ტრიპაჩა.
gios
15 სექტემბერი 2021 16:40
4
ვაფშე ციხეშია გასაშვები, ბურთს რო ურტყამდა რაზე ფიქრობდა
Gia
15 სექტემბერი 2021 14:46
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული