უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

პოჩეტინიო: მესის, ნეიმარისა და მბაპეს შესათამაშებლად დრო გვჭირდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ბრიუგესთან" ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი პსჟ-ის მწვრთნელმა მურისიო პოჩეტინიომ გააკეთა.

"ჩვენ მათ (მესი, ნეიმარი, მბაპე) შესათამაშებლად დრო გვჭირდება, რათა ეს სამეული წარმატებული იყოს. ეს ნათელი იყო და ამაზე უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე ვსაუბრობდი.

მეტი სტაბილურობა გვმართებს, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით (პირველ ტაიმში), თამაშისას უფრო მოქნილები უნდა ვიყოთ. გუნდის ძალისხმევით კმაყოფილი ვარ.

საუკეთესო საღამო არ გამოგვივიდა, მაგრამ მშვიდად მუშაობას გავაგრძელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს დრო, ვეცდებით უკეთ და უკეთ ვითამაშოთ", - ციტირებს პოჩეტინიოს "ფიგარო".

ასევე დაგაინტერესებთ