"შერიფს" "რეალის" შიში და რიდი არ აქვს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე სენსაციურად გასულმა "შერიფმა" ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "შახტარი", დღეს კი მადრიდში "რეალს" დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ კომენტარი ტირასპოლური გუნდის მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა გააკეთა.

"რეალთან" თამაში ჩვენთვის დიდი პატივია. გვინდა ამ შესანიშნავ სტადიონზე გავიდეთ და კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ. ბიჭები ამისთვის მზად არიან. აქ სათამაშოდ ძალიან გრძელი გზა გამოვიარეთ.

ყველაზე მთავარია, არ შეგვეშინდეს. პატივისცემა - დიახ, შიში არ გვჭირდება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ღირსეულად წარმოვჩინდეთ. "რეალი" საკმაოდ კარგად შევისწავლეთ, მისი მრავალი მატჩი ვნახეთ. მეტოქის ფეხბურთელებს პატივს ვცემთ,
მაგრამ არ გვეშინია", - ციტირებს ვერნიდუბს Sport24.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემი პატივისცემა მოლდოვურ გუნდს.
უბრალოდ, მიხეილ მესხი საფლავში გადატრიალდება ალბათ - "დინამოზე" წინ მოლდაველებს რომ მიეცათ დიდ "რეალთამ" ოფიციალური მატჩის ჩატარების საშუალება.
უტა
28 სექტემბერი 2021 21:23
0
შიში ვერ იხსნის სიკვდილსა,ცუდია დაღრეჯილობა.(ჩვენი ფეხბურთელების გასაგონად)
გრიგოლი1408
28 სექტემბერი 2021 13:13
0
ვაი რა დროს მოვესწარით, რაღაც მოლდავურ შერიფს რეალისი არ ეშინია და ჩვენი დინამო კი გიბრალტარის გუნდს ვერ გადის
Nukri
28 სექტემბერი 2021 09:30
1
ერთხელ,საბჭოთა კავშირის პირველობაზე დინამომ თბილისში მოლდავურ გუნდს "ნისტრუს" 2-0 მოუგო, ამის მიუხედავად სტადიონიდან სტვენით გავაცილეთ "დინამო",რადგან ხარისხი არ მოგვეწონა თამაშის, დინამოელებიც თავჩაქინდრულები გავიდნენ მოედნიდან, კი არ გაბრაზებულან ხალხზე,თავადაც კარგად იცოდნენ რატომ დაუსტვინეს და მიიღეს სამართლიანი კრიტიკა, ქუთაისის ტორპედომ კი შავი დღე აყარა და 6 გოლი გაუტანა, ლანჩხუთის გურიაც სულ უგებდა მოლდავურ გუნდს, ახლა კი? ახლა ვაი ჩვენ პატრონს,რომ ხარისხზე კი არა ბურთის გაგორების სწავლაზე გვაქვს საქმე, წინ წასული თავდამსხმელი ბურთს უკან აწვდის, ფინტები არ აქვს არსენალში, არა და მაშინდელ ჩვენ 2 ნომრებს თავდასხმაში ტოლი არ ყავდათ. (ჯერ კოსტავა,მერე კეტაშვილი.) არამც თუ თავდამსხმელებს.......
გელა67
28 სექტემბერი 2021 20:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული