ჩემპიონთა ლიგა. II ტური: მესიმ პსჟ-ში პირველად გაიტანა - "შერიფმა" მადრიდში "რეალი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის კიდევ ექვსი მატჩი ჩატარდა.

A ჯგუფში პსჟ-მა "მანჩესტერ სიტი" 2:0 დაამარცხა. მასპინძლები დებიუტში გუიემ დააწინაურა, რის შემდეგაც სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ, რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, რომელთაგან ყველაზე რეალური 27-ე წუთზე იყო, როდესაც სტერლინგმა თავით ბურთი ხარიხას გაარტყა, დამატებაზე კი ბერნარდუ სილვამ, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა, ერთი მეტრიდან მიზანს ვერ უწია. სამაგიეროდ 74-ე წუთზე მესიმ გაიტანა პარიზულ გუნდში სადებიუტო გოლი - თან რა გოლი! მან ტურნირზე ზედიზედ 17 სეზონში გაიტანა (ასეთი შედეგი ბენზემამაც დააფიქსირა).

"ბრიუგემ"
„ლაიპციგს“ გასვლაზე თამაში შემოუტრიალა და 2:1 სძლია.

B ჯგუფში "ატლეტიკომ" გასვლაზე კაცნაკლული "მილანი" 2:1 დაამარცხა. „როსონერი“ მე-20 წუთზე ლეაომ წინ გაიყვანა, მერე მსაჯმა იტალიური გუნდის ნახევარმცველი კესიე გააძევა. 84-ე წუთზე ანგარიში შეცვლაზე შესულმა გრიზმანმა გაათანაბრა, რომელმაც „ატლეტიკოში“ დაბრუნების შემდეგ პირველად გაიტანა; ხოლო 90+7-ე წუთზე სუარესმა პენალტით გამარჯვება მადრიდულ გუნდს მოუპოვა.

"ლივერპულმა" სტუმრად „პორტუ“ 5:1 გაანადგურა. კლოპის გუნდმა 3+ გოლი მიჯრით 6 მატჩში გაიტანა.

C ჯგუფში "დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე "სპორტინგი" 1:0 დაამარცხა.

D ჯგუფში "შერიფმა" "რეალი" 2:1 დაამარცხა. ტირასპოლური გუნდის მწვრთნელმა ვერნიდუბმა მატჩის წინ განაცხადა, რომ მრისხანე მეტოქის არ ეშინოდათ და 25-ე წუთზე უზბეკმა იახშიბოევმა დააწინაურა „შერიფი“. 65-ე წუთზე მოწინააღმდეგის საჯარიმოში ვინისიუსი წაიქცა. მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც ბენზემამ გამოიყენა. 89-ე წუთზე კი დნესტრისპირელთა ლუქსემბურგელმა ლეგიონერმა ტილმა გამარჯვების გოლი გაიტანა და "შერიფი" 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

A ჯგუფი

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - მანჩესტერ სიტი 2:0
გოლები: 1:0 გუიე (8), 2:0 მესი (74)

ლაიპციგი. „რედ ბული“
ლაიპციგი - ბრიუგე 1:2
გოლები: 1:0 ნკუნკუ (5), 1:1 ვანაკენი (22), 1:2 რიტსი (41)

B ჯგუფი

მილანი. „სან სირო“
მილანი - ატლეტიკო 1:2
გოლები: 1:0 ლეაო (20), 1:1 გრიზმანი (84), 1:2 სუარესი (90+7, პენ)
გაძევება (კესიე 29, მილანი)

პორტუ. „დრაგაო“
პორტუ - ლივერპული 1:5
გოლები: 0:1 სალაჰი (18), 0:2 მანე (45), 0:3 სალაჰი (60), 1:3 ტარემი (75), 1:4 ფირმინო (77) , 1:5 ფირმინო (85)

C ჯგუფი

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
დორტმუნდი - სპორტინგი 1:0
გოლი: მალენი (37)

D ჯგუფი

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - შერიფი 1:2
გოლები: 0:1 იახშიბოევი (25), 1:1 ბენზემა (65, პენ), 1:2 ტილი (89)

მკითხველის კომენტარები / 17 /
ქართულ ფეხბურთს რა ეშველბა ლეგენდებო??ყველამ აიხდინა ოცნება
შერიფი
29 სექტემბერი 2021 07:32
2
რა ეშველებათ? ერთი კარგი "შერიფი" ჭირდებათ ხელმძღვანელად, რომ მიძინებული ფეხბურთელები გამოაღვიძოს!!!!!!!!
ჩემი აზრით.
29 სექტემბერი 2021 11:29
0
მოლდოველები კითხულობდნენ მართლა რეალს ვეთამაშეთო?!
გაბუ
29 სექტემბერი 2021 14:02
0
თამაში გაყიდეს არა ისა.უბრალოდ წარმატებული გუნდია შერიფი. ფლორაც. ალაშკერტიც და ა.შ ყველამ იცის რომ უეფა დასდევს და სჯის მსოფლიოში ყველას ვინც რამეს იმაიმუნებს.
123
29 სექტემბერი 2021 15:15
4
:) :) :)
ქომაგი
29 სექტემბერი 2021 15:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული