ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-მა 2:0 დაამარცხა "მანჩესტერ სიტი". პარიზელთა თავდამსხმელმა ლეო მესიმ თავის ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა, ნამატჩევს კი კომენტარი გააკეთა.
"მანჩესტერ სიტი" შესანიშნავი მეტოქეა. "ბრიუგესთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოგვეგო. ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე.
უკანასკნელ ხანს თამაში ვერ შევძელი. ამ სტადიონზე ეს ჩემი მეორე მატჩი იყო. ახალ გუნდში ადაპტაციას გავდივარ.
ჩვენ, თავდამსხმელები, რაც მეტს ვითამაშებთ ერთად, მით უკეთესი იქნება ჩვენი ურთიერთმოქმედება. ერთად უნდა განვაგრძოთ პროგრესირება, სრულყოფა და ბოლომდე დახარჯვა", - ციტირებს მესის უეფას საიტი.