"მე ის მიყვარს, ის განსაკუთრებულია..." - პეპმა პსჟ-დან ერთი ფეხბურთელი გამოჰყო

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი მარკო ვერატი ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრის შემდეგ შეაქო. შეგახსენებთ, პარიზელებმა "ქალაქელები" 2:0 დაამარცხეს.

"მე ის მიყვარს, ის განსაკუთრებულია. ზეწოლის დროსაც კი მას შეუძლია ისეთი პასის გაკეთება, რომ ნახევარდაცვა გათავისუფლდეს. მარკოს გრძელი პასები არ უყვარს, მაგრამ მწვრთნელს შეხვედრის ასაგებად მისი იმედი, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ჰქონდეს. პირველ ნახევარში მას ვერაფერი დავუპირისპირეთ, ის უბრალოდ გასაოცარი იყო; მეორე ტაიმში ასე თუ ისე მისი გაკონტროლება შევძელით" - განაცხადა პეპმა.

"პარი სენ ჟერმენი"
4 ქულით 1-ელ ადგილზეა. "სიტის" 3 ქულა აქვს და მე-3 ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, "ქალაქელებმა" 1-ელ ტურში "ლაიპციგი" 6:3 დაამარცხა.

რაც შეეხება მომდევნო მატჩს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში "მანჩესტერ სიტი" "ბრიუგეს" ესტუმრება", პსჟ "ლაიპციგს" უმასპინძლებს.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

altჩემპიონთა ლიგა. II ტური: მესიმ პსჟ-ში პირველად გაიტანა - "შერიფმა" მადრიდში "რეალი" დაამარცხა [VIDEO]

altმესი: ახალ გუნდში ადაპტაციას გავდივარ


მკითხველის კომენტარები / 3 /
დავთვალე და გამოვიდა, რომ ფეხბურთს 60 წელზე მეტია ვუყურებ, ერთი 55 წელი მაგრად მახსოვს. მიუხედავად ამისა, ვერ გამიგია გრილიში რა ფეხბურთელია და, მით უმეტეს, ვერატის როგორ შეიძლება შეადარო!
alexandre
14:29 29-09-2021
1
მერედა აგეყვანა ჯიმა, რომ დაიჩემა უკვე ავიყვანე გრილიში და აღარ მინდაო.DDDDD
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული