კუმანი იხტიბარს არ იტეხს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ბენფიკასთან" 0:3 დამარცხების შემდეგ "ბარსელონა" ჯგუფში 0 ქულით უკანასკნელ ადგილზეა, მისი მწვრთნელი რონალდ კუმანი კი თავს იმართლებს.

"მე არ მინდა ჩემს მომავალზე დასმულ კითხვაზე ვუპასუხო, ვინაიდან ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. თუმცა საბოლო ჯამში დამნაშავე მწვრთნელია.

ამ მატჩში იყო ბევრი ეპიზოდი, როდესაც კარგად ვმოქმედებდით. 0:2-ის შემდეგ პრობლემები მოგვეძალა. ორჯერ შეგვეძლო გატანა. მეტოქე ეფექტურობით გვჯობდა, მაგრამ მთლიანობაში თამაშით - არა.

ახლა გუნდში ისეთი დროა, როდესაც ბევრი რამ იცვლება, ბევრი ფეხბურთელი გვაკლია. ამაზე არ მინდა კვლავ შევჩერდე", - ციტირებს კუმანს
"მარკა".

მკითხველის კომენტარები / 8 /
სუარესი და გრიზმანი გაუშვა და ლუკა დე იონგი მოათრია გუნდში ამ იდიოტმა.ფეხბურტელი რომელოც არაფერს ღირებულს არ ქმნის და ძროხაზე მეტი ზანტია.
KOSTAKURTA
30 სექტემბერი 2021 19:25
0
ჩვენს ხელისუფლებას ჰგავს გუნდი დაანგრია და ყველაფერი კარგად მიდის.
დიმა
30 სექტემბერი 2021 14:33
6
კუმანის დაყენებული გუნდი სადმე ვინმეს გინახავთ?
Admiral nimitz
30 სექტემბერი 2021 14:05
1
მართალია წინა კომენტარი, რა თქმა უნდა, ბარსას ყველა უბედურების მწვრთნელზე გადაბრალება არ იქნებოდა სწორი (ვინ არის ჭეშმარიტი დამნაშავე, ყველამ კარგათ იცის); გუნდში ელემენტარულად მაღალი დონის ვარსკვლავი აღარ დარჩა. ასეთი ბარსა არც მახსენდება.
მაგრამ, რაც შეეხება კუმანს, თამაშის პირველ 15 წთ-ში, გაშვებული გოლის მიუხედავად ბარსა კარგათ უტევდა, რაც ძირითადად ფრენკის საჯარიმოში შევარდნების დამსახურება იყო. ამის მერე კუმანს გაჰყავს პიკე (რაც ალბათ მაინც სწორი გადაწყვეტილება იყო) და უკან ჰხევს ფრენკს ცენტრალური მცველის პოზიციაზე. შედეგად, ბარსას შეტევა მოკვდა! მერე, რა ჩაჯინება ეს ერიკ გარსია? მესმის, რომ ახლაგაზრდაა (თუმცა მის პერსპექტიულობას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ; ნიჭიერ ფეხბურთელს კოჭებში ეტყობა დიდი მომავალი, აი როგორც ანსუს), მაგრამ ყოველ თმაშში 2-3 უხეშ შეცდომას უშვებს; გუშინ კი საერთოდ... როგორ დავიჯერო, რომ უმტიტი ან ლენგლე უფრო ნაკლებ საიმედო იქნებოდა დაცვაში? ბოლო-ბოლო გამოცდილება აქვთ ერიკ გარსიას ასაკის. მოკლედ, კუმანის წვლილიც საკმაო ბარსას კატასდროფაში:(
ბიკენტი
30 სექტემბერი 2021 12:41
1
სუარესი მე გავაგდე? ამ პიტალომ მისვლისთანავე პირველი სუარესს დაურეკა და დაახვიეო უთხრა. ვალენსიას ფეხბურთელებიც იტყუებიან? რამდენადაც მაგარი ფეხბურთელი იყო, იმდენად შლანგი მჭვრთნელია. მოყარა საშუალო დონის ჰოლანდიელები და სანამ არ გაიგდებენ ან არ გააგდებენ, ბარსას ოთხეული სანატრელი ექნება, გახდება ისეთი, როგორიც მესიმდე იყო.
REAL MADRID
30 სექტემბერი 2021 13:37
1
მესმის რომ მწვრთნელის ბრალეულობა დიდია მაგრამ სანამ ყველაფერს კუმანს დააბრალებთ ბარსას შემადგენლობას შეხედეთ, რამდენიმე კარგ ფეხბურთელს თუ არ ჩავთვლით საშუალო დონის ესპანური გუნდის შემადგენლობაა, სევილიას სათადარიგო მოთამაშე უდგათ ფორვარდაფ
დათო
30 სექტემბერი 2021 12:12
0
მადლობა კუმანს, რომ ბარსასგან მხოლოდ ლოგო დატოვა!
REAL MADRID
30 სექტემბერი 2021 11:18
5
ასეთებს სანამ რაღაცას არ გაუტეხავენ მანამდე არაფრით არ გაიტეხავენ.
Stf.
30 სექტემბერი 2021 03:54
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული