"კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი კაცს" - "რეალის" მძლეველ "შერიფის" მწვრთნელს სხვებთან შედარებით "სასაცილო" ხელფასი აქვს

AutoSharing Option
"შერიფმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "შახტარიც" დაამარცხა და "რეალიც" და მოლდოველმა გულშემატკივრებმა "ლივერპულის" ყოფილ თავდამსხმელ დირკ კიუიტს "ინსტაგრამის" გვერდზე შეუტიეს, რომელმაც თქვა, რომ ტირასპოლური გუნდის ადგილი ამ ტურნირზე არ არის. კიუიტმა ამის გამო კომენტარები დახურა.

Sportall.Ge

მოლდოვური ProTV Chişinău-ის ცნობით, "შერიფის" მწვრთნელის იური ვერნიდუბის ყოველთვიური ანაზღაურება 20 ათას ევროზე ცოტა მეტია. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "შახტარის" დამარცხებისთვის უკრაინელმა სპეციალისტმა ბონუსის სახით 1 მილიონი მიიღო, თუმცა თავად ეს არ დაადასტურა. ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე კლუბების მწვრთნელებს შორის ვერნიდუბის ანაზღურება ყველაზე დაბალია - იქ
გუნდების თავკაცების გასამრჯელო 160 ათასიდან 1 მილიონამდეა.

digisport.ro-ს მონაცემებით, "შერიფის" ფეხბურთელთა საშუალო ხელფასი 5-7 ათასია, მთავარი ვარსკვლავები 15 ათასს იღებენ, ხოლო ვისაც ჯერ თავი არ გამოუჩენია - 1 ათასს.

altვერნიდუბი: "რეალის" დამარცხებით არაფერი ზებუნებრივი არ გაგვიკეთებია

altჩემპიონთა ლიგა. II ტური: მესიმ პსჟ-ში პირველად გაიტანა - "შერიფმა" მადრიდში "რეალი" დაამარცხა [VIDEO]

alt"შერიფს" "რეალის" შიში და რიდი არ აქვს

მკითხველის კომენტარები / 8 /
მახსოვს როცა დაიწერა რომ შესაძლოა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვერნიდუბი დანიშნულიიყო და ამაზე მიდიოდა მოლაპარაკება ნახევარი საქართველო "ღადაობდა" ამ კაცზე რომ არანაირად არ იყო ჩვენი ნაკრების დონე მწვრთნელი და რა მოხდა ამ ჩვენმა "დაწუნებულმა" ვერნიდუბმა შერიფით პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან იარა ჯერ დამარცხდა ცვერნაზვეზდა მერე მიაყოლა დიანო ზაგრები შეიყვანა გუნდი სიკვდილის ჯგუფში და იქაც განაგრძო სენსაციები მოუგო შახტარს მოუგო რეალს და ჩვენმა ფრანგმა წარსულში დიდმა ფეხბურთელმა ახალმა მწვრთნელმა რაქნა სულ 1 ქულა აიღო 5 ოფიციალურ 5 თამაშში.
giorgi
01 ოქტომბერი 2021 22:53
2
აიტ რა დაუნახავი ხალხი ვართ ეს ქართველები, რუმინეთი ხო ამოვტენეთ :დდდდ ამათ დანახვა არ უნდათ თორე შედეგი სახეზეა :დდდდდ
ABCABC
07 ოქტომბერი 2021 04:20
0
ვერნიდუბს ბრაზილიელები კავს და არა მოდზუნზულე ქარტველები.
vagneri janashia.
03 ოქტომბერი 2021 15:25
0
ბრაზილიელები არა მაგრამ უფრო აფრიკელები ყავს ბრაზილიელები ყავს ძმაო შახტარის თუ ყავსა მაგას ყავს და ზოგადად ქართულ გუნდები ისე ვერ გავლენ ევრო ლიგაზე მინიმუმ 8ლეგიონერი თუ არ დაიმატეს
ბალეშიკა
06 ოქტომბერი 2021 16:35
0
2019 წელი "შერიფი" ტირასპოლი 0:3 "საბურთალო"თბილისი
2021 წელი "რეალი" მადრიდი" 1:2 "შერიფი" ტირასპოლი
რავა სულ ჩაწყობა და ტოტალიზატორი გელანდებაო...
....
03 ოქტომბერი 2021 01:26
1
მასე ლოკომოტივმაც კი მოუგო ბარსელონას და ნაკრებმა ესპანეთს :დდდდდდ უბრალოდ ჩვენ ამხანაგურებში ვგლიჯავთ :დდდდ
ABCABC
07 ოქტომბერი 2021 04:17
0
  ჩვენი ძველი დინამო თბილისი ისეთ გუნდებთან აგებდა ხოლმე.. მაგრამ ლივერპულს ხომ მოუგო 3:0, რეგულარულად გამოდიოდა ევროთასებზე და თასების თასიც მოიგო. რა არის გასაკვირი იმაში რომ დიდი გუნდი აგებს პატარასთან. ბურთი მრგვალია. იმ ლუქსემბურგელმა ტილმა სულ გათვლილად დაარტყა გამარჯვების გოლი რეალის კარში, ჩაწყობილია აბა რა... გენაცვალეთ ლოგიაკში
deme
08 ოქტომბერი 2021 15:07
0
რავა ნანული შევარდნაძესავით ლაპარაკობს
goga
10 ოქტომბერი 2021 17:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული