უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

პსჟ "ლაიპციგს" დიდი დანაკლისით ხვდება

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრებისა და "პარი სენ ჟერმენის" ერთ-ერთი ლიდერი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის მე-3 ჯგუფის მატჩს "ლაიპციგის" წინააღმდეგ გამოტოვებს.

"ნეიმარმა "სელესაოდან" დაბრუნების შემდეგ ბარძაყის მიდამოში ტკივილი იგრძნო. მას რამდენიმე დღე რეაბილიტაციისთვის დასჭირდება" - განაცხადა პსჟ-ის პრესცენტრმა.

შეგახსენებთ, პარიზელები ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრას ხვალ, 19 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე გამართავს.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

altნეიმარმა საფეხბურთო კარიერაში ყველაზე მძიმე მომენტი გაიხსენა... ყატარის მუნდიალი კი უკანასკნელად დაასახელა