რონალდო - ფენომენი, რომელიც არ ბერდება და რეკორდს რეკორდზე ამყარებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში "მანჩესტერმა" საკუთარ მოედანზე "ატალანტას" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა, 3:2 მოიგო და F ჯგუფში გალიდერდა. გადამწყვეტი გოლი 36 წლის რონალდომ გაიტანა.

ნამატჩევს "იუნაიტედის" მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა კრიშტიანო შეაქო: "ის მეტოქის საჯარიმოში შესანიშნავია. თუ ვინმე მის გაკრიტიკებას აპირებს, უბრალოდ უყუროს თამაშს. ნახოს, როგორ გადაადგილდება მოედანზე".

"მანჩესტერის" მცველმა ჰარი მაგუიარმა შემდეგი განაცხადა: "რონალდოს გოლს ყურადღებით ვაკვირდებოდი. მის უკან ვიყავი. მისი ნახტომი, თავის დროზე მოძრაობა, იდეალური დარტყმა კუთხეში. ამას ყოველდღე ვარჯიშებზე ვხედავთ, აგრეთვე მთელი კარიერის მანძილზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა".

რონალდოს მიღწევები

- ტურნირზე 38 გუნდს გაუტანა, რაც რეკორდია.
- 137-ე გოლი გაიტანა და თავისი რეკორდი განაახლა. მესის ანგარიშზე 123 გოლია.
- მიმდინარე ტურნირის სამივე მატჩში გაიტანა - ამ სეზონში ყველა ტურნირზე 12 შეხვედრაში 12-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
- "მანჩესტერში" მე-300 მატჩი ჩაატარა.
- ჩემპიონთა ლიგაზე 187-ე შეხვედრა ჩაატარა, კასილიასს გადაასწრო და რეკორდსმენი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ronaldo fenomeni araaaaa fenomenebi sxvebi arian
Havbeki
22 ოქტომბერი 2021 06:56
14
ამ ადამიანის წოდებაა - ფეხბურთის სუპერმენი
სიმართლე
21 ოქტომბერი 2021 13:02
4
36 წლის არის, 80-ის კი არა.
რა დროს მაგის დაბერებაა, შეიძლება ცოტა სისწრაფე დააკლდეს თორემ სხვა კომპონენტებში მოუმატებს.
ზურა
21 ოქტომბერი 2021 12:11
0
ქემბექების მეფე.ყველაფერში პირველია გარდა კორუფციული ოქროს ბურთებისა,რასაც მოსყიდული ჟურნალისტების გარდა არავინ იცის რა დამსახურებისთვის აძლევენ.ადრე ოქროს ბურთისთვის ან მსოფლიო,ან ევროპა ,ან ჩემპიონთა ლიგა უნდა მოეგო.ახლა კონვერტებით წყდება.
ოქროს ბურთი 21 საუკუნის საუკეთესოს,ფეხბურთის ჯადოქარს.
21 ოქტომბერი 2021 11:35
9
შენ რომელ პლანეტაზე ხარ, ტიპს 5-ჯერ აქვს ლიგა მოგებული, ევროპა და ერთა ლიგა
პროფესორას
21 ოქტომბერი 2021 16:05
0
რონალდოს ყოჩაღ , ბრწყინვალე კარიერა აქვს. მაგრამ ვინც მაგ მიღწევები ჩამოწერა და მიუთითა, რონალდოს 137 გოლი აქვს გატანილი და მესის 123 გოლიო, შევახსენებ, რომ რონალდო ცენტრფორვარდია, მესი კი პლეიმეიკერი. ფეხბურთის აზრზე ვინცაა იცის ეს რას ნიშნავს და თანაც ორი წლით უმცროსია, ანუ ორი სეზონით გვიან დაიწყო.
არტ
21 ოქტომბერი 2021 11:21
9
მესი არასდროს არ ყოფილა ფლეიმეიქერი, ხავი და ინიესტა ჰყავდა მაგისთვის გუნდში
dato
27 ოქტომბერი 2021 09:16
0
არტ,ეგ რა შუაშია.რონალდო პირველია,მესი კი მეორე ადგილზე და უახლოესი მდევარია.აქ დაპირისპირება არ იგულისხმება,ჩემი აზრით მაინც.
სოსო
21 ოქტომბერი 2021 15:52
2
უდიდესი პროფესიონალია, ეს უდაოა, თავისი მიდგომით მისაბაძია ყველასთვის, მათ შორის იმ ადამიანებისთვის პირველ რიგში ვისაც მასზე მეტი ნიჭი აქვს მაგრამ ფლანგავენ, ან სათანადოდ ვერ იყენებენ
baggio
21 ოქტომბერი 2021 11:02
0
კომენტარიც კი ზედმეტია
Talo
21 ოქტომბერი 2021 10:20
1
სანიოლმა უნდა დასვას ჩვენი ფეხბურთელები და აყურებინოს რონალდუს თამაშები, დაინახონ რამხელა მოტივაცია აქვს 36 წლის ასაკშიც კი თან როცა ყველაფერი მოგებული აქვს
მამუკა
21 ოქტომბერი 2021 07:37
1
მართლაც რომ სასწაული კარიერა აქვს
მამუკა
21 ოქტომბერი 2021 07:32
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული