რონალდო - ფენომენი, რომელიც არ ბერდება და რეკორდს რეკორდზე ამყარებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში "მანჩესტერმა" საკუთარ მოედანზე "ატალანტას" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა, 3:2 მოიგო და F ჯგუფში გალიდერდა. გადამწყვეტი გოლი 36 წლის რონალდომ გაიტანა.

ნამატჩევს "იუნაიტედის" მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა კრიშტიანო შეაქო: "ის მეტოქის საჯარიმოში შესანიშნავია. თუ ვინმე მის გაკრიტიკებას აპირებს, უბრალოდ უყუროს თამაშს. ნახოს, როგორ გადაადგილდება მოედანზე".

"მანჩესტერის" მცველმა ჰარი მაგუიარმა შემდეგი განაცხადა: "რონალდოს გოლს ყურადღებით ვაკვირდებოდი. მის უკან ვიყავი. მისი ნახტომი, თავის დროზე მოძრაობა, იდეალური დარტყმა კუთხეში. ამას ყოველდღე ვარჯიშებზე ვხედავთ, აგრეთვე მთელი კარიერის მანძილზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა".

რონალდოს მიღწევები

- ტურნირზე 38 გუნდს გაუტანა, რაც რეკორდია.
- 137-ე გოლი გაიტანა და თავისი რეკორდი განაახლა. მესის ანგარიშზე 123 გოლია.
- მიმდინარე ტურნირის სამივე მატჩში გაიტანა - ამ სეზონში ყველა ტურნირზე 12 შეხვედრაში 12-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
- "მანჩესტერში" მე-300 მატჩი ჩაატარა.
- ჩემპიონთა ლიგაზე 187-ე შეხვედრა ჩაატარა, კასილიასს გადაასწრო და რეკორდსმენი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
სანიოლმა უნდა დასვას ჩვენი ფეხბურთელები და აყურებინოს რონალდუს თამაშები, დაინახონ რამხელა მოტივაცია აქვს 36 წლის ასაკშიც კი თან როცა ყველაფერი მოგებული აქვს
მამუკა
07:37 21-10-2021
1
უდიდესი პროფესიონალია, ეს უდაოა, თავისი მიდგომით მისაბაძია ყველასთვის, მათ შორის იმ ადამიანებისთვის პირველ რიგში ვისაც მასზე მეტი ნიჭი აქვს მაგრამ ფლანგავენ, ან სათანადოდ ვერ იყენებენ
baggio
11:02 21-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული