რონალდო: ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე რონალდომ დუბლით "მანჩესტერს" "ატალანტასთან" ფრე (2:2) მოუპოვა, ნამატჩევს კი კომენტარი გააკეთა.

"რთული შეხვედრა იყო. ბერგამოში თამაში ყოველთვის ძნელია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე გვჯეროდა. მე ისეთი ბედნიერი ვარ.

არასოდეს ვნებდებით, ბოლომდე გვჯერა. ეს "მანჩესტერისთვის" კარგი შედეგია. დასაწყისში გაგვიჭირდა, ვიცოდით, "ატალანტა" ძლიერ ზეწოლას განახორციელებდა. მათ ფანტასტიკური მწვრთნელი ჰყავთ. როდესაც "იუვენტუსში" ვიყავი, მათთან თამაში მუდამ ძნელი იყო. საბოლოოდ ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი.

ჩვენ სრულყოფისათვის ჯერ კიდევ უნდა ვიშრომოთ. სხვადასხვანაირი ფეხბურთელები გვყავს, სხვა სისტემაა, ერთმანეთთან ადაპტირება გვჭირდება, ეს კი დროს მოითხოვს. იმისათვის,
რათა უკეთესები გავხდეთ, დრო გვაქვს", - ციტირებს რონალდოს BBC Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორც სპორტსმენი და უნივერსალი, ჟინიანი და მებრძოლი, რონალდუ პირველია.
ლაშა
15:21 03-11-2021
1
ნამდვილად სუპერმენია.ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გოლების რეკორდსმენიც იქნება ფეხბურთის ისტორიაში.
ასეა ეს
14:16 03-11-2021
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული