უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

რონალდო: ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე რონალდომ დუბლით "მანჩესტერს" "ატალანტასთან" ფრე (2:2) მოუპოვა, ნამატჩევს კი კომენტარი გააკეთა.

"რთული შეხვედრა იყო. ბერგამოში თამაში ყოველთვის ძნელია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე გვჯეროდა. მე ისეთი ბედნიერი ვარ.

არასოდეს ვნებდებით, ბოლომდე გვჯერა. ეს "მანჩესტერისთვის" კარგი შედეგია. დასაწყისში გაგვიჭირდა, ვიცოდით, "ატალანტა" ძლიერ ზეწოლას განახორციელებდა. მათ ფანტასტიკური მწვრთნელი ჰყავთ. როდესაც "იუვენტუსში" ვიყავი, მათთან თამაში მუდამ ძნელი იყო. საბოლოოდ ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი.

ჩვენ სრულყოფისათვის ჯერ კიდევ უნდა ვიშრომოთ. სხვადასხვანაირი ფეხბურთელები გვყავს, სხვა სისტემაა, ერთმანეთთან ადაპტირება გვჭირდება, ეს კი დროს მოითხოვს. იმისათვის,
რათა უკეთესები გავხდეთ, დრო გვაქვს", - ციტირებს რონალდოს BBC Sport-ი.

ასევე დაგაინტერესებთ