უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "ლივერპული" და "აიაქსი" პლეი-ოფში და პსჟ-ის აუტსაიდერ "ლაიპციგთან" ხელიდან გაშვებული გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტური 6 მატჩით დასრულდა.

A ჯგუფში „მანჩესტერ სიტიმ“ „ბრიუგეს“ ისევ სძლია და 9 ქულით ლიდერია.

პსჟ მესის გარეშე სტუმრად „ლაიპციგთან“ ფრეს დასჯერდა. თავიდან მასპინძლები ნკუნკუმ დააწინაურა. ნეიმარმა და მბაპემ ვერ გაიტანეს, სამაგიეროდ, ვეინალდუმმა დუბლი შეასრულა, რომელსაც აქამდე პარიზულ გუნდში გოლი გატანილი არ ჰქონდა და „პარი სენ ჟერმენი“ მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში სობოსლაიმ პენალტით ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს პირველი ქულა მოუპოვა.

B ჯგუფში „ლივერპულმა“ ისევ მოუგო „ატლეტიკოს“, რომელიც ფელიპეს გაძევების გამო 36-ე წუთზე
რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. კლოპის გუნდმა ოთხივე შეხვედრაში იმარჯვა და პირველი ადგილი და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.

C ჯგუფში 29-ე წუთიდან კაცნაკლული „დორტმუნდი“ შინ „აიაქსთან“ დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმში ამსტერდამულმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება შეძლო, 12 ქულით ლიდერია და შემდეგი ეტაპის საგზური გაიფორმა.

„სპორტინგმა“ „ბეშიქთაში“ კვლავ გაანადგურა და ჯგუფში ჩატოვა.

D ჯგუფში „შერიფმა“ სენსაციური სტარტის შემდეგ „ინტერთან“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა და მესამე ადგილზე დაქვეითდა.

A ჯგუფი

მანჩესტერი. „ეტიჰადი“
მანჩესტერ სიტი - ბრიუგე 4:1
გოლები: 1:0 ფოდენი (15), 1:1 სტოუნზი (17, საკ.კარში), 2:1 მარეზი (54), 3:1 სტერლინგი (72), 4:1 გაბრიელ ჟეზუსი (90+2)

ლაიპციგი. „რედ ბული
ლაიპციგი - პსჟ 2:2
გოლები: 1:0 ნკუნკუ (8), 1:1 ვეინალდუმი (21),1:2 ვეინალდუმი (39), 2:2 სობოსლაი (90+2, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ანდრე სილვა (12)

B ჯგუფი

ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - ატლეტიკო 2:0
გოლები: 1:0 ჟოტა (13), 2:0 მანე (21)
გაძევება: ფელიპე (36, ატლეტიკო)

C ჯგუფი

დორტმუნდი. „იდუნა პარკი“

დორტმუნდი - აიაქსი
გოლები: 1:0 როისი (37, პენ), 1:1 ტადიჩი (72), 1:2 ალერი (83), 1:3 კლასენი (90+3)
გაძევება: ჰუმელსი (29)

ლისაბონი. „ხოსე ალვალადე“
სპორტინგი - ბეშიქთაში 4:0
გოლები: 1:0 პოტე (31, პენ), 2:0 პოტე (38), 3:0 პაულინიო (41), 4:0 სარაბია (56)
გაძევება: დე სოუზა (90, ბეშიქთაში)

D ჯგუფი

ტირასპოლი. „სპორტარენა“
შერიფი - ინტერი 1:3
გოლები: 0:1 ბროზოვიჩი (54), 0:2 შკრინიარი (66), 0:3 სანჩესი (82), 1:3 ტრაორე (90+2)

. „ატლეტიკომ“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე მატჩში პირველ ტაიმში გაუშვა ორი გოლი, რაც პირველად მოხდა.
. „ლივერპულის“ თავდამსხმელმა მანემ ტურნირზე 21-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით „წითლების“ ყოფილ ნახევარმცველ ჯერარდს გაუთანაბრდა.
. „აიაქსის“ თავდამსხმელმა ალერმა ჩემპიონთა ლიგაზე თავის პირველ სეზონში 4 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
. „ლივერპულთან“ მატჩში „ატლეტიკოს“ ბურთი კარში არ დაურტყამს.
. „ლივერპულში“, უკანასკნელ 12 შეხვედრაში პირველად, სალაჰი შედეგიანი მოქმედებით ვერ გამოირჩა.
. „ლაიპციგმა“, „ბეშიქთაშმა“ და „მალმიომ“ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგეს.
. „ლივერპული“ ყველა ტურნირზე ბოლო 25 მატჩში დაუმარცხებელია, რაც 1982 წელს მის მიერ დამყარებული საკლუბო რეკორდის გამეორებაა.