უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ხავი: მიუხედავად ფრისა, ძალიან კარგად ვითამაშეთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკასთან" ნამატჩევს (0:0) კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ხავიმ გააკეთა.

"ძალიან მძლავრად გამოვიყურებოდით, ამისაკენ მივისწრაფოდით. მხოლოდ გოლი დაგვაკლდა. რომ გაგვეტანა, იტყოდნენ, "ბარსამ" შესანიშნავი მატჩი ჩაატარაო, თუმცა სინამდვილეში ასე იყო. პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებთ, წინ კიდევ ერთი შეხვედრა გვაქვს.

გუნდს ესმის ჩვენი იდეები. ორ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ, პენალტით. ასე რომ, ამ მხრივ მოსამატებელი გვაქვს.

ჩვენ "ბარსელონა" ვართ და უნდა გავიმარჯვოთ. საუბარი მხოლოდ "ბაიერნთან" მომავალ დაპირისპირებაზე არაა, არამედ ყველა დანარჩენზე. მატჩებზე მოედანზე ასეთივე განწყობით გასვლა გვმართებს. მიუხედავად ფრისა, ვთვლი, რომ ძალიან
კარგად ვითამაშეთ", - ციტირებს ხავის "მარკა".