მბაპე და მესი დაძმობილდნენ - კილიანმა განმარტა, რატომ დაუთმო პენალტი ლეოს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბრიუგესთან" მოგებულ მატჩში (4:1) პსჟ-ის თავდამსხმელებმა ლეო მესიმ და კილიან მბაპემ ორ-ორი გოლი გაიტანეს. მბაპემ განმარტა, თუ რატომ დაუთმო პენალტის შესრულების უფლება მესის. არადა, სეზონის დაწყების წინ ამტკიცებდნენ, მესის "პარი სენ ჟერმენში" გადასვლის გამო მბაპე გუნდს დატოვებსო.

"ასეთი შეხვედრები მოედანზე ურთიერთმოქმედების დასახვეწად მნიშვნელოვანია. კონცენტრირებულები ვიყავით და კარგი თამაში გამოვიდა. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ორთვენახევრიანი პაუზაა და ეს დრო უნდა გამოვიყენოთ.

ვცდილობ, გუნდს დავეხმარო. ჩემი მიზანი არაა, ვაჩვენო, ვინაა აქ მთავარი. ისევე, როგორც ჩემი ამხანაგები, წარმატებისთვის ყველაფერს ვაკეთებ.
რატომ დავუთმე პენალტი მესის? მესი ჩვენ გვჭირდება. ის მთელი სეზონის განმავლობაში დაგვჭირდება და დარწმუნებული ვარ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში დაგვეხმარება, მაგრამ ამისათვის თვითდაჯერებულობა უნდა შეიძინოს. ის სრულად გაამართლებს გუნდის ნდობას. ამ მატჩში შესრულებული დუბლი ძალიან დაეხმარება. ეს მომავალში პსჟ-ზე კარგად აისახება", - ციტირებს მბაპეს RMC Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ჰქონდა მესის დასათმობი როცა თერთმეტმერიანი თვითონ მოიპოვა, თანაც ეს მესია, მესი, კაცი რომელიც თანამედროვე დატვირთვების პერიოდში 15 წლის განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს, რომელიც ათეული წლის განმავლობაში თვით ბარსას მარცხენა ფეხით ათრევდა სტაბილურ გამარჯვებებამდე. ასეთი ფეხბურთელს ვნახავთ როდესმე? ღმერთმა ქნას. გამოჩნდეს ოღონდ.
კოკა
08 დეკემბერი 2021 10:59
7
100%///გაიხარე.
გია-გივი
08 დეკემბერი 2021 14:06
1
მესის ნაირ ფეხბურთელს, რომ ვეღარ ვნახავთ საერთოდ, ცხადია! კი წამოვა უნიჭიერესი ფეხბურთელები, მაგრამ ლეო სულ სხვა მოვლენაა!
კოკას
08 დეკემბერი 2021 14:01
2
იციან ამ ბიჭებმა ფეხბურთი
ბათუმი
08 დეკემბერი 2021 09:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული